თეგეტა ჰოლდინგი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას უმზადებს. 27 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით მოწყობილ კონცერტებზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უცხოელ შემსრულებლებსაც შევხვდებით.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება, თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება: მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის, გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლების — New York Voices და Kennedy Administration, გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდისა და პოპულარული ქართველი მომღერლის ეკა მამალაძის კონცერტები, ორკესტრის თანხლებით. ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს კი მისი სასიმღერო შემოქმედების 2 საღამო მიეძღვნება. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდება.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: “წლევანდელი ფესტივალისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ეს სეზონი გამორჩეულია რამდენიმე მიზეზით: წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეა და სწორედ მისთვის მიძღვნილი ორი საღამო დახურავს ფესტივალს. ფესტივალის შემდეგ კი ამ კონცერტით თელავს, ქუთაისსა და სხვა ქალაქებს ვესტუმრებით. ეს იქნება ძალიან ემოციური და მრავალფეროვანი საღამოები, არაერთი სიურპრიზით.
ასევე განსაკუთრებული იქნება პროექტი, რომელიც ფესტივალს გახსნის — მსოფლიო კინომუსიკის საღამო გაბორ ჰოლერუნგის დირიჟორობით. დიდ ეკრანზე გაეშვება მსოფლიო კინოშედევრებიდან 20-ზე მეტი სხვადასხვა ეპიზოდი, ორკესტრი კი ამ ეპიზოდებიდან ცნობილ ნაწარმოებებს ცოცხლად შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფესტივალის ფარგლებში 3-4 კონცერტის გამართვას ვახერხებდით, წელს კი, თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის საიუბილეო საღამოს რეგიონებშიც ჩატანისა და შვიდი კონცერტის ჩატარების საშუალება მოგვეცა.
ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ თეგეტა ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.
თეგეტა ჰოლდინგისა და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: "თეგეტასა და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრს უკვე წლებია მყარად ჩამოყალიბებული პარტნიორობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ეს არ არის მხოლოდ კონცერტების სერია, პროექტი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს შეუძლიათ ჩაერთონ, გაეცნონ განსხვავებულ კულტურას და პროფესიონალი მუსიკოსების ხელოვნება ინსპირაციის წყაროდ აქციონ.
ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი, ვუხსნით სივრცეს განათლებას, ინოვაციას და ახალ თაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხარისხიან კონტენტს ქმნის, გრძელვადიან გავლენას ახდენს და ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაშია“.
თეგეტა ჰოლდინგისა და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობით უკვე არაერთი მუსიკალური საღამო შედგა. გასულ წელს კომპანიის მხარდაჭერით, ფესტივალი შემოდგომის თბილისი 2024 გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კამერული, სიმფონიური, საგუნდო და ჯაზ-პოპ მუსიკის კონცერტები ჩატარდა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები