რა არის მენტალური ჯანმრთელობა და რატომაა განსაკუთრებით აქტუალური COVID-19-ის დროს
ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება კორონავირუსის პანდემიის დროს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა. ადამიანების შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებდა გაურკვევლობა, ყოველდღიური მზარდი სტატისტიკის საფრთხე, ინფორმაციის ნაკლებობა, რასაც მალევე თან დაერთო სახლში დარჩენის ვალდებულება და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ რეჟიმში იზოლაცია.
ახალი წლიდან 2 თვეც არ იყო გასული, როცა შეცვლილ რეალობასთან შეგუება უკვე დაწყებული გვქონდა. მას შემდეგ ე.წ. new normal დღემდე ყალიბდება და ახალ-ახალ ნორმებს გვთავაზობს, რომლებიც მეცნიერების მიერ ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა შემუშავებული. მაგალითად, პანდემიაში ცხოვრება ერთ დროს დისტოპიური ფილმებისთვის დამახასიათებელი რეალობა გახლდათ და რთული წარმოსადგენი იყო, რომ პაპანაქება სიცხეში, მაღაზიაში გასულს პირბადის ტარების ვალდებულება გვექნებოდა. მით უმეტეს, როცა ეს საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად მინიმალური რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. საფრთხისშემცველ რეალობაში გამუდმებულ თავდაცვით რეჟიმში ყოფნა სტრესის მთავარი განმაპირობებელი ხდება.
ფსიქოთერაპევტები მსოფლიო მასშტაბით შეთანხმდნენ, რომ სამუშაო პროცესი, რომელიც პაციენტთან პირდაპირი შეხვედრისას მაქსიმალურ ყურადღებას და დეტალებზე ორიენტირებულობას გულისხმობდა, ონლაინ გადაეტანათ. მას შემდეგ, რაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, უამრავმა მათგანმა პირდაპირი შეხვედრები განაახლა.
მენტალ ჰაბი
7 ივლისს თბილისში ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი მენტალ ჰაბი გაიხსნა. პროექტს მხარს უჭერს ევროპაბეთი, Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს სრულად დაუფინანსებს იმ ექიმებს, რომლებიც COVID-19-თან ყოველდღიურ ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ცენტრში უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ ლუდომანებიც. მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
Responsible.ge პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაა. მენტალ ჰაბი არაა პირველი ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის დახმარებით იხსნება და სხვადასხვა ადამიანებს უფასო მომსახურებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში ცენტრში კამარა ფსიქოთერაპიის რეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის თებერვლიდან დაიწყო.
On.ge-ის კითხვებს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის მენტალ ჰაბის დამფუძნებელმა, აკაკი ბურკაძემ უპასუხა.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის ღირებული და სწორი არჩევანი იყო, თუმცა მისი მნიშვნელობა კორონავირუსის დროს კიდევ უფრო გაიზარდა. როგორ იმოქმედა პანდემიამ ადამიანების მენტალურ მდგომარეობაზე??
შიშისა და სტრესის არსებობა, საფრთხის წინაშე აღმოჩენისას, ბუნებრივი რეაქციებია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრთხის შესახებ ცოტა რამ ვიცით. კოვიდ 19 -ის პანდემია სწორედ ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება.
ვირუსის გავრცელების შედეგად ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, რაც დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ჩვენგანისთვის. მოსახლეობის ნაწილმა დაკარგა სამსახური, სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება და სივრცეში ჩაკეტილობა ნორმა გახდა. თავისთავად ცხადია, დანაკარგები და ცხოვრების ახალი წესი იწვევს სტრესს და საჭიროებს ადაპტაციური მექანიზმების გააქტიურებას. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საზოგადოების წევრებს სჭირდებათ მხარდაჭერა.
ფსიქიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეაბილიტაციის ცენტრში მისვლის გადაწყვეტილება და დახმარების მიღება უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორ შეიძლება მივიდნენ ადამიანები აქამდე?
ფსიქიკური დახმარების ცენტრში მოსვლამდე, ინდივიდებს უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება — პრობლემის აღიარება, რასაც ბევრი გაურბის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მსოფლიო მოსახლეობის 25% სხვადასხვა ფსიქიკურ დარღვევას, ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც განიცდის. თუმცა, მათი დიდი ნაწილი სტიგმის ზეგავლენით სპეციალისტთან კონსულტაციას ერიდება.
ეს მიდგომა მდგომარეობას ვერ ცვლის. პრობლემა არსად ქრება და უფრო მეტიც, ხშირად, სხვადასხვა დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, არ იმოქმედონ საკუთარი თავის და ახლობლების საზიანოდ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრობლემის აღიარებით. სპეციალისტთან დროული მიმართვის შემთხვევაში, რეაბილიტაციის კურსი ეფექტურია და ნაკლებ დროს მოითხოვს, რასაც ვერ ვიტყვით დაგვიანებულ მიმართვაზე.
რას გულისხმობს რეაბილიტაციის კურსი და როგორი სახე ექნება პროცესს? რატომ უნდა მოვიდნენ ცენტრში ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდებათ?
ჩვენს პარტნიორებთან, მენტალ ჰაბის კონცეფციაზე მსჯელობისას, ერთხმად შევჯერდით, რომ ცენტრს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად უნდა ემუშავა. ამისათვის, უპირატესობა მივანიჭეთ პაციენტზე/კლიენტზე ორიენტირებულ მიდგომას და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპს.
რეაბილიტაციის პროცესში ინდივიდუალური ღირებულებების, შეხედულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინება აუცილებელია. ჩვენ ყველა პაციენტს/კლიენტს ვაძლევთ საშუალებას, გამოთქვან აზრი თერაპიის მეთოდზე. რაც მთავარია, მათ აქვთ სპეციალისტთან კომუნიკაციის შეუზღუდავი შესაძლებლობა. ეს გვეხმარება ურთიერთთანამშრომლობის და ნდობის დამყარებაში, რაც რეაბილიტაციის პროცესზე აისახება.
ვინ მუშაობს მენტალ ჰაბში და რა სახის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს ცენტრი პაციენტს/კლიენტს? რა შედის თქვენს მიზნებში??
მენტალ ჰაბის გუნდი ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს, რომლებიც მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან/კლიენტებთან თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ უორქშოპებს და ჩართულნი არიან აკადემიურ საქმიანობაში.
ჩვენია მიზანია, დავეხმაროთ ინდივიდებს ფსიქიკური ბალანსის აღდგენაში, ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში. მენტალ ჰაბში შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაციის გავლა. ეტაპობრივად დავამატებთ ახალ სერვისებს, რომელთა გაცნობა მენტალ ჰაბის Facebook გვერდზე იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, ცენტრი უფასო მომსახურებას სთავაზობს ექიმებსა და ლუდომანებს. როგორ შეარჩიეთ სამიზნე ჯგუფები?
ეს არჩევანი საზოგადოებაში არსებულმა გამოწვევებმა გვიკარნახა. თამაშდამოკიდებულება რჩება მნიშვნელოვან პრობლემად მოსახლეობის ნაწილში. ახალი რეალობის წინაშე კი, ლუდომანები კიდევ უფრო მოწყვლადები არიან და დახმარებას საჭიროებენ.
გარდა ამისა, სერიოზულ გამოწვევად ვაფასებთ იმასაც, რომ ჩვენი კოლეგები 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობას. დამეთანხმებით მსგავსი გრაფიკი ნებისმიერი ადამიანისთვის ძლიერი გამოწვევაა, რომლის სათანადოდ შეფასება და რომელთანაც გამკლავებაა საჭირო.
ალბათ, გახსოვთ, რომ კამარას პროექტს საზოგადოების მხრიდან უნდობლობა მოჰყვა. როცა ასეთ პროგრამებს სათამაშო ბიზნესი აფინანსებს და სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი ხდება, როგორ შეიძლება ჩვეულებრივ მოქალაქეს მსგავსი ცენტრის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდეს?
სიახლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გაჩენა, საზოგადოებაში, უცხო არასდროს ყოფილა. თუმცა, ზოგჯერ კრიტიკა გადაჭარბებულია და ამის ბევრი მაგალითიც გვინახავს. ვფიქრობ, სიახლე რაც უფრო ძლიერ კრიტიკას გაუძლებს - უკეთესია. მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დალაგება - თუ ერთი მხრივ იქნება კრიტიკა, მეორე მხრივ კი დაიდება შედეგი, ვგულისხმობ განკურნებულ პაციენტს, მაშინ მეც და ჩემი კოლეგებიც მზად ვართ მსგავსი კრიტიკა ავიტანოთ.
ნდობის მოპოვებას რაც შეეხება, აქაც ფორმაზე მეტად შინაარსზე ვართ ორიენტირებული, ნდობის მოპოვების საფუძველი ჩვენი პაციენტების/კლიენტების კმაყოფილება იქნება.
საჭირო რომ გახდეს მკურნალობის დისტანციურად გაგრძელება, როგორ შეძლებს ცენტრი ამ გამოწვევასთან გამკლავებას?
ჩვენი გუნდის ყველა წევრს აქვს დისტანციურად მუშაობის გამოცდილება. ონლაინ რეჟიმში თერაპიის გავლა სირთულეს არ წარმოადგენს არც ჩვენი ბენეფიციარებისთვის. ტექნიკურად მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში გადავერთვებით დისტანციურ რეჟიმზე.
რეგისტრაცია მენტალ ჰაბში 8 ივლისიდან დაიწყო. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და თვეში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
კომენტარები