უწყვეტი პროტესტის 150-ე დღე — საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პროკურატურასთან მივიდნენ
დიდუბის მეტროდან წამოსული მოქალაქეები მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან მივიდნენ. ისინი სკანდირებენ: "გადადექი", "სანქციები პროკურორს".
პროკურატურა
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
პროკურატურასთან მისულმა სტუდენტებმა მიმართვა წაიკითხეს. მათი თქმით, "ქართველი ხალხის მოთხოვნაა, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ ქართული ოცნება სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!”
"ქართული ოცნების მიზანია, შექმნას ქვეყანა, სადაც ჩვენთვის, უბრალო ხალხისათვის არავითარი მომავალი არ იარსებებს, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რატომ ვართ ასეთი ღარიბები? ასეთი უძლურნი? მოსახლეობის უმრავლესობა იტანჯება გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებით, უმუშევრობით, დაბალი ხელფასებით.
საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ და კლავენ ადამიანებს, სკოლის მოსწავლეები შიმშილობენ, სტუდენტებს არ აქვთ საცხოვრებელი და სწავლის მაგივრად მუშაობაში ხარჯავენ დროს.
ოცნების დაუდევრობის შედეგად იხოცებიან ბავშვები, იკლო შობადობამ და საქართველოდან გარბიან ახალგაზრდები.
დედები მიდიან ემიგრაციაში, რომ საკუთარი ოჯახი არჩინონ, ქართველი მშრომელების უფლებებს და სატკივარს კი წლებია, მთავრობა უგულებელყოფს.
მალე საქართველო სრულ კრიზისში აღმოჩნდება.
გვეყო ლოდინი, ნუ ველით, რომ ვინმე გამოჩნდება, რადგან საკუთარ ჭირს თავადვე უნდა ვუშველოთ.
გამოსავალი არის ძალების კონსოლიდირება. ერთიანი ძალა შევქმნათ, რომელიც დაამარცხებს ქოცების ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას!
მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვის ვებრძვით: არჩევნების გაყალბების შემდეგ საქართველოში ქართულმა ოცნებამ დაამყარა ავტორიტარიზმი, ქვეყანას მართავს რუსული ტიპის რეჟიმი. ერთადერთი გამოსავალი მათი ერთობლივი ძალებით ქვეყნიდან გაძევებაა!
ხედავთ, როგორ აწყობენ ცირკს სასამართლოებში. ქართული ოცნება აპირებს მოქალაქეების წლობით ციხეში გამოკეტვას. გააუქმებენ ყველა თავისუფალ პარტიას, ყველა კრიტიკულ მედიას. მოსპობენ სამოქალაქო სექტორს, ყველა მოქალაქეს დევნა და დაპატიმრება გველის, თუ არ ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ და უშიშრად.
გახსოვდეთ, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული!
ყველამ კარგად გაიგოს და მოისმინოს: ქართველი ხალხის მოთხოვნაა შემდეგი — გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ ქართული ოცნება სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!
ჩვენი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულონ ხალხის დაკვეთა.
ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს! და არავითარი ვაჭრობა და მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან.
გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა!
ერთობის გზა აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე", — ნათქვამი იყო მომართვაში, რომლის ტექსტსაც პუბლიკა ავრცელებს.
უწყვეტი პროტესტის 150-ე დღეს, "თავისუფლების მსვლელობა — ბრძოლის 150-ე დღე!" დიდუბის მეტროდან 14:00 საათზე დაიძრა.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ მისცა. მათი თქმით, ადგილზე ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო. სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს და მსვლელობის მონაწილეები პროკურატურამდე მიაცილეს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები