გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობა Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობა Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს. როგორც ის ამბობს, ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს არაოფიციალურად განუცხადა, რომ ავიაკომპანია გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე ვერ იფრენს, ბალტიის ქვეყნებზე კი პასუხი ჯერაც არ აქვთ.
"მთავრობის სურვილია, რომ ჩვენი ტურიზმისა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, როგორიც Wizz Air-ია, არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს. მთავრობა გვიმტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. სინამდვილეში, მათი გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია, რაც შიმშილისთვის წირავს ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს", — განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, სტუდენტები რომლებსაც გერმანიაში მოკლევადიანი სამუშაო კონტრაქტები აქვთ, სწორედ Wizz Air-ის "დე ფაქტო აკრძალვის" გამო ზარალდებიან.
გარდა ამისა, კანდელაკის ინფორმაციით, ავიაკომპანია ეარ ბალტიკს რიგაში კვირაში სამი რეისის შესრულება სურს, ეკონომიკის სამინისტრო კი ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთს თანხმდება.
"ავიაკომპანიების ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრენების სიხშირეა. არსებული აბსურდული და ბრიყვული შეზღუდვების შედეგად მივიღებთ რეალობას, როცა გვექნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენა, საქართველოს მოქალაქეები კი ვერც ქვეყნიდან გასვლას შეძლებენ და დე ფაქტო ვერც შემოსვლას მათთვის გადაადგილების შესაზღუდად აღმართული დისკრიმინაციული ბარიერების გამო", — განაცხადა კანდელაკმა.
30 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია ქვეყანაში ბაზას ხურავდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. ბაზის დახურვა არ ნიშნავს ბაზრიდან გასვლას. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, Wizz Air საქართველოში რჩება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აგრძელებს.
ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, Wizz Air საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დაანონსებული.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტურმა უნგრულმა კომპანია Wizz Air-მა ოპერაციები და ფრენები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში შეამცირა. მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა ყოველთვის ხელს უწყობდა კომპანიის ოპერირებას საქართველოში და ის იმედს გამოთქვამს, რომ Wizz Air მალე იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში.
- ქუთაისის ბაზაზე დროებით ჩერდება ოპერირება, თანამშრომლების გათავისუფლება არ იგეგმება — Wizz Air
- Wizz Air ბაზას დროებით აუქმებს, თუმცა მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს მიმართულებები
- Wizz Air რჩება საქართველოში და თავს კომფორტულად გრძნობს — ნათია თურნავა
- მნიშვნელობა არ აქვს თვითმფრინავს Wizz Air ქუთაისის აეროპორტში დააყენებს, თუ რომელიმე თავის ბაზაზე — თურნავა
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები