ექსპერტები: საქართველოს მთავრობამ გაფრთხილება უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მომავალი არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო 30 მაჟორიტარითა და პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატით დაკომპლექტდება.
ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტ, იანუშ ბუგაისკის შეფასებით "საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება დემოკრატიას გააღრმავებს. მაჟორიტარული სისტემა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და ამომრჩევლის დიდ ნაწილს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის საშუალებას ართმევს. ნახევრად პროპორციული სისტემა კი, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან ერთად, კოალიციების შექმნას შეუწყობს ხელს და პოლიტიკურ მონოპოლიასა და პოლარიზაციას შეასუსტებს". ბუგაისკი დასძენს, რომ პოლარიზაცია იმ მტრული ძალის ინტერესშია, რომელსაც საქართველოს დანაწევრება სურს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან სპეციალისტს, სტივენ ბლენკს. მისი აზრით, თუ პოლიტიკური თეორიის ისტორიას გავიხსენებთ, ნახევრად ან სრულად პროპორციული სისტემა ეფექტურ მმართველობას არ იძლევა.
"ასეთი სისტემა სუსტ სახელისუფლებო კოალიციებს წარმოქმნის, რაც დემოკრატიის გაძლიერებას არ უწყობს ხელს და პარლამენტის მუშაობაში ბევრი პარტიის მონაწილეობა და ძალაუფლების გადანაწილება ხელისუფლების ეფექტურობას ამცირებს, ყოველ შემთხვევაში, გამოცდილება სწორედ ასეთია", — ამბობს ის.
საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე საუბრისას ბუგაისკი აღნიშნავს, რომ პუტინის რუსეთი არა მარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს, არამედ ქვეყნის დემოკრატიას, ეკონომიკას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და დასავლეთის ინსტიტუტებში ინტეგრაციასაც.
"რუსული ოკუპაციის გაგრძელება ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების შეფერხებას, აგრეთვე, მომავალში შესაძლო სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობას ისახავს მიზნად", — მიიჩნევს ის.
ბუგაისკის აზრით, მოსკოვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აწყობს, "მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სრულად არ შეესაბამება მის სტრატეგიულ ამბიციას." მას მიაჩნია, რომ "კრემლის ამოცანაა თბილისში უფრო დამთმობი ადმინისტრაციის ყოფნა, რომელსაც ნატოში გაწევრიანება არ ენდომება, მოსკოვს არ აწყობს ძლიერი პრო-დასავლური ხელისუფლება, რომელიც უფრო აქტიურად დაუპირისპირდება მის ჩარევებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში".
მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით სტივენ ბლენკი ფიქრობს, რომ საქართველო გამონაკლისი არ იქნება, რადგან რუსეთი ევროპული და აფრიკული ქვეყნების, აგრეთვე შეერთებული შტატების არჩევნებშიც კი ჩაერია.
"არჩევნებში ჩარევით რუსეთი საქართველოს პოლიტიკური სისტემის ჩამოშლას ცდილობს, თუმცა ყველაზე აქტუალური ბორდერიზაციის საკითხია, რისი მოგვარებაც საქართველოს ცალმხრივად არ შეუძლია და არც ამერიკასა და ევროკავშირს აქვთ მყარი პოზიცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად", — დასძენს ის.
იანუშ ბუგაისკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებულ კანონპროექტსაც მიმოიხილავს, რომელიც საქართველოსთვის დახმარების ერთი ნაწილის შეჩერებას გულისხმობს. ბუგაისკის აზრით, "დახმარების სანაცვლოდ პირობების წამოყენება ეფექტური გზაა საქართველოს პროგრესის გასაზომად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეგიონში, ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი უფრო მაღალი სტანდარტით იზომება, ვიდრე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების. მიზეზი საქართველოს წარმატებებია, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით".
სტივენ ბლენკი აღნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტს კანონის ძალა ჯერ არ აქვს, რომ დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ამ დახმარების სანაცვლოდ აღებულ ვალდებულებებს. ბლენკის აზრით, საქართველო გამონაკლისი არ არის და აშშ-ის კონგრესი ვითარების შესწავლას ყველა იმ სახელმწიფოში ითხოვს, რომელსაც ამერიკა ფინანსურად ეხმარება. ამის მიუხედავად, ბლენკის აზრით, "წარმომადგენელთა პალატის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში მაინც შეინიშნება იმედგაცრუება უკანასკნელ ხანს საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რამაც საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი ქუჩაში გამოიყვანა", და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ გაფრთხილება უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს, რომ თუ ქვეყნის მართვის პროცესში კონკრეტული პირობები არ დაკმაყოფილდება, ამერიკული დახმარება შემცირდება.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები