რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც ასე ძალიან გგავს — ჰარი სტაილსი ლიამ პეინზე
ფოტო: Getty Images
ინგლისელი მომღერლისა და One Direction-ის ყოფილი წევრის, ლიამ პეინის, გარდაცვალების შესახებ ჰარი სტაილსმა საჯაროდ პირველად ისაუბრა. Apple Music-თან ინტერვიუში სტაილსმა აღნიშნა, რამდენად გაუჭირდა ამ ამბის აღქმა და ისაუბრა, რა მოლოდინები ჰქონდა საზოგადოებას მისგან, კერძოდ, როგორ უნდა იგლოვოს ადამიანმა მეგობრის გარდაცვალება.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ამაზე საუბრის იდეასთანაც კი ცოტათი მიჭირს შეგუება. მგონია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მიჭირდა იმის აღიარება, თუ რა უცნაურია, როდესაც შენს მწუხარებას სხვებიც ითვისებენ", — განუცხადა სტაილსმა Apple Music-ს.
პეინი 31 წლის ასაკში, 2024 წლის 16 ოქტომბერს, სასტუმროს მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელებში One Direction-ის ყველა წევრმა გამოხატა მწუხარება. მოგვიანებით, ბენდმა ინსტაგამზე საერთო პოსტიც კი გამოაქვეყნა.
"ძალიან რთულია ისეთი მეგობრის დაკარგვა, რომელიც შენ ასე ძალიან გგავს", — ამბობს სტაილსი.
აღსანიშნავია, რომ სტაილსს ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ უსაუბრია, განსხვავებით ბენდის სხვა წევრებისაგან. 2024 წლის ნოემბერში ზეინმა გარდაცვლილ მეგობარს სიმღერა სახელწოდებით iT’s YoU მიუძღვნა. "ლიამ, იმედია ამას ხედავ, ეს სიმღერა შენ გეძღვნება", — თქვა ზეინმა კონცერტზე. რაც შეეხება ლუი ტომილსონს, ამ უკანასკნელმა პეინზე გასულ წელს, Rolling Stones-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ფოტო: The Independent
სტაილსმა ინტერვიუში თავის ახალ ალბომზეც — Kiss All the Time. Disco, Occasionally. — ისაუბრა. მისი თქმით, ამ ალბომის შექმნა მეგობრის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების შემდეგ გადაწყვიტა.
"ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე და შევძელი მეთქვა: 'კარგი, რისი გაკეთება მინდა ცხოვრებაში? როგორ მინდა ვიცხოვრო?" — დასძინა სტაილსმა — "ვფიქრობ, გარდაცვლილი მეგობრების პატივისცემის საუკეთესო გზა საკუთარი ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელებაა".
რაც შეეხება სტაილსის ახალ ალბომს, მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი 12 სიმღერისგან შედგება და მისი აღმასრულებელი პროდიუსერი კიდ ჰარპუნია. ჰარის გულშემატკივრები ალბომის მოსმენას 6 მარტს შევძლებთ, მანამდე კი შეგიძლიათ მოუსმინოთ ალბომში შემავალ პირველ სინგლს, სახელწოდებით Aperature.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები