11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება
უკრაინის ნაკრები ვერონაში დაგეგმილ ცერემონიას პროტესტის ნიშნად გამოტოვებს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) განჩინებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ექვს რუს და ოთხ ბელარუს ათლეტს შეჯიბრებაზე ნეიტრალური სტატუსის ნაცვლად, საკუთარი ეროვნული დროშებით გამოსვლის ნება დართეს. ინფორმაციას france24 ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთსა და ბელარუსს 2022 წლის პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ, თუმცა ორი წლის შემდეგ, პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, მათ ასპარეზობის უფლება ნეიტრალური ათლეტების სტატუსით მისცეს.
ცერემონიის ბოიკოტის საკითხში უკრაინელებს შეუერთდებიან ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია და პოლონეთი. ბოიკოტს არ შეუერთდა საქართველო. IPC-ის გადაწყვეტილება ევროპელმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. ევროკავშირის განცხადებით, ცერემონიას ბოიკოტს მისი წარმომადგენელიც გამოუცხადებს.
IPC-ის პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის და მისი ორგანიზაცია ბოიკოტის გამო "ღრმად იმედგაცრუებულნი" არიან. მან აღნიშნა, რომ ცერემონია "პოლიტიზებული" არ უნდა იყოს და დასძინა, რომ არსებობს "სხვადასხვა გზა და სივრცე შეტყობინებების გასაგზავნად და საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად".
მან გადაწყვეტილება გასული წლის სექტემბრის გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრით გაამართლა, სადაც ორივე ქვეყნის საკუთარი დროშებით დაბრუნებას მხარი დაუჭირეს. მან ასევე დაამატა, რომ გასული წლის დეკემბერში სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) მიერ გამოტანილმა დადგენილებამ გზა გაუხსნა რუს და ბელარუს ათლეტებს, რათა თამაშებზე კვალიფიკაცია კანონიერი უფლებით გაევლოთ.
ჯერ კიდევ უცნობია, რა ფორმას მიიღებს შემდგომი პროტესტი ცერემონიაზე, რომელიც, წესით, ერთიანობისა და ჰარმონიის იდეას უნდა ემსახურებოდეს. ასევე უცნობია, როგორ მიიღებენ მაყურებლები რუს და ბელარუს ათლეტებს ვერონას ისტორიულ არენაზე.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ბოიკოტს არ შეუერთდება, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"არანაირ ბოიკოტს არ შევუერთდებით. არაერთი მოწოდება გაგვიკეთეს, მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებითაც. რატომ უნდა შევუერთდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება? იმავენაირად, სპორტსმენებმა რატომ უნდა გადადგან ასეთი ნაბიჯი, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მე ფეხბურთით ვიყავი ამდენი წლის განმავლობაში დაკავებული. ყველა საერთაშორისო ტურნირი ნებისმიერი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია. ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთ შეჯიბრებებში წარმატებას მიაღწიონ", — განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ერთ მეტოქეს არ ერიდებიან და მისივე თქმით, "გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!"
"ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს!
ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის.
ის ქვეყნები კი, რომლებიც ბოიკოტს არ შეუერთდნენ, არიან: აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, პორტუგალია, ავსტრია, და კიდევ 34 ქვეყანა.
აღსანიშნავია, რომ ამ 45 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოში მოქმედმა ონლაინ მედიამ გააშუქა ეს საკითხი და გამოხატა აღშფოთება იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა 11 ქვეყნის ბოიკოტს.
სხვათა შორის, 2008 წელს, როცა აგვისტოს ომიდან ერთი თვე იყო გასული, პარალიმპიადის გახსნაზე პეკინში ეს ქვეყნები ამაყად იდგნენ ერთად და საერთო სურათებსაც იღებდნენ. საქართველო არავის გახსენებია მაშინ.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 2022 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რუსეთის ნაკრებს რომ პარალიმპიადაზე ეროვნული სიმბოლიკით არ მიეღო მონაწილეობა და არც მერე შეგვიცვლია პოზიცია, მაგრამ 2025 წელს IPC-ის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც 2025 წლის 5 დეკემბერს სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის მიერ მოგებული საქმეც მოჰყვა და ამით მონაწილეობს საკითხი დაიხურა.
ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ ვერიდებით. ბევრისთვის მოგვიგია და კიდევ ბევრს დავამარცხებთ, უბრალოდ იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, კიდე ბოიკოტით აღტყინების და ბულინგის გზას ვინც ადგას, ეს ნამდვილად უხერხულია.
გახსნაზეც გავალთ, მონაწილეობასაც მივიღებთ და სათხილამურო ტრასებზე უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!
წარმატება ჩვენს გმირ ქართველ პარა ათლეტებს!", — დაწერა მან.
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
კომენტარები