OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ფაქტობრივი მეუღლე ანა ჰაკობიანი თითქმის 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდებიან — ინფორმაციას OC Media ავრცელებს. ჰაკობიანმა ურთიერთობის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტით გვამცნო. ამ მოულოდნელ განცხადებას საზოგადოებისგან სპეკულაციები მოჰყვა, რომ ჰაკობიანს შესაძლოა ბრალდება წაუყენონ.
"ყველა ჩემს მეგობარს, ნაცნობს — ცნობილსა და უცნობს — ახლო და შორეულ ნათესავებს, და თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვაცნობებ, რომ ეს თემა დაიხურა," — თქვა ჰაკობიანმა ვიდეომიმართვაში. მან დაშორების მიზეზი არ დაასახელა, თუმცა დასძინა, რომ უახლეს მომავალში პრემიერმინისტრის რეზიდენციას დატოვებს.
მოგვიანებით ნიკოლ ფაშინიანმაც მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ "საზოგადოებამ ანას გადაწყვეტილებას პატივი სცეს".
"ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩემს ყველაზე რთულ დღეებში, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა — ჩემი საყრდენი და ჩემი ბურჯი იყო. არ ვიცი, იგივე მისთვის შევძელი თუ არა. ალბათ, უფრო მეტი მწარე წუთები მივაყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი," — თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანსა და ჰაკობიანს ოთხი შვილი ჰყავთ. ფაშინიანმა ადრე განმარტა, რომ ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილან, რადგან ოპოზიციის წარმომადგენელი იყო და შიშობდა, რომ ხელისუფლება მასზე იერიშს მიიტანდა, რაც მათ საერთო ქონებას რისკის ქვეშ დააყენებდა.
ჰაკობიანი, რომელიც გაზეთ Armenian Times-ის მთავარი რედაქტორია, არაერთ სკანდალში გახვეულა.
ფაშინიანის მთავრობისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, ჰაკობიანმა ზოგიერთ სასულიერო პირს "პედოფილი" უწოდა და სოციალურ ქსელში მისი ქმრის მოწინააღმდეგეებს მწვავედ აკრიტიკებდა. ერთი თვის შემდეგ, ჰაკობიანს დააბრალეს, რომ სახელმწიფოსგან საგანმანათლებლო კამპანიის დასაფინანსებლად ფული მიიღო — ოპოზიციამ კი ეს ფაშინიანის წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილად შეაფასა.
ჰაკობიანმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საგანმანათლებლო მიმართულების My Step Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორად გააგრძელებს მუშაობას და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ფონდთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდეს.
"ასეა ცხოვრება, ალბათ ასეთი განვითარებაც შესაძლებელია. რას ვიზამთ? ვიცხოვრებთ და ვნახავთ," — განაცხადა მან.
ჰაკობიანი განცხადებას წინ უძღოდა ჟურნალისტების კითხვები წინასაარჩევნო პერიოდში My Step-ის უფასო ინგლისური ენის კურსებზე, რაც შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად შეფასდეს.
24 თებერვალს სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, არტურ ნაჰაპეტიანმა, აღნიშნულ საკითხზე პასუხისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ "საარჩევნო დაპირებებზე სამართლებრივი შეფასების მიცემისგან თავს შეიკავებს, რათა შესაძლო სასამართლო პროცესის შედეგები წინასწარ არ განსაზღვროს".
კრიტიკოსების აზრით, მათი დაშორება შესაძლოა პოლიტიკურად გათვლილი ნაბიჯი იყოს, რომლის მიზანსაც არჩევნების წინ ნიკოლ ფაშინიანზე ზეწოლის შემცირება წარმოადგენდეს და არ არის გამორიცხული, რომ წყვილი მომავალში ისევ შერიგდეს.
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
კომენტარები