რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, დაშავებულები არ არიან. მათი მტკიცებით, რომ კორპუსის ევაკუაცია დროულად მოხდა, თუმცა კაცის ცხედარი სახლშივე იპოვეს.

უწყების ცნობითვე, ცეცხლის ქრობის სამუშოებაზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.