შაქარაშვილის საქმეში არსებულ პირადი ცხოვრების კადრებზე 2 ადვოკატი გამოკითხვაზეა
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგეების ადვოკატები, ავთანდილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ისინი გამოკითხვაზე უკვე იმყოფებიან.
როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, გამოკითხვის მიზეზი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია, რომელიც საქმის მტკიცებულებებში აღმოჩნდა.
მედიასთან საუბრისას, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვასილ მამულაშვილმა თქვა, რომ პროკურატურის მიერ გადაცემულ მასალაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დევს.
როგორც მან On.ge-ს განუცხადა, პროკურატურიდან მტკიცებულებების გამოთხოვების შემდეგ, მათ დაუკავშირდნენ, რომ შენახვასთან დაკავშირებით ხელწერილი დაეწერათ. ადვოკატის თქმით, მათ ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს და მტკიცებულების განადგურება მოითხოვეს, რადგან მისი შეფასებით, ის არარელევანტურია.
"კონკრეტული პიროვნებების ცხოვრების საიდუმლო იყო, ინტიმური, პორნოგრაფიული. იდენტიფიცირებადი პიროვნება ჩემთვის არაა. საქმეში მონაწილე პირის ტელეფონიდან იქნა ამოღებული, ვინ იყო ის პიროვნება, ჩემთვის უცნობია.
თუმცა საქმესთან შემხებლობა არ აქვს, არის არარელევანტური მტკიცებულება. არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც არ უნდა ყოფილიყო საქმეში და არც დაცვის მხარისთვის არ უნდა ყოფილიყო გადმოცემული. ჩვენ პირიქით მოვითხოვთ, რომ განადგურებულ იქნას", — განაცხადა მამულაშვილმა.
პროკურატურამ კადრებზე ცალკე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე საქმე ცალკე წარმოებად 9 ივლისს გამოიყო. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
"საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს", — წერია პროკურატურის განცხადებაში.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
- ქებაბ ჰაუსი, 112-ის ოპერატორი და დაკარგული ეკიპაჟი — რატომ ვერ იპოვეს მოწმე
- ლურსმანაშვილის თქმით, თეთრპერანგიანი თვითონაა და ამირხანაშვილმა დარეკვა სთხოვა
- ავთო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" უარყოფს, რომ შაქარაშვილის საქმეში მონაწილეების მეგობარია
- შავ ტანსაცმელში და თეთრ ტანსაცმელში სხვადასხვაა ადამიანი, მაგრამ მე ვარ — ლურსმანაშვილი
- თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ამირხანაშვილთან — შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები