სად შეიძლება ჰქონდეს კომუნიკაციების კომისიას სპეციალური მარეგულირებლის დანიშვნის უფლება
განახლება: მასალის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ კომისიას უფლება აქვს სპეციალური მმართველი მაუწყებლებს დაუნიშნოს, რაც უზუსტობის გამო შეიცვალა. იურისტებისა და მედიაექსპერტების განმარტებით, შესაძლოა, ამ ცვლილებებით კომისიამ სპეციალური მმართველის დანიშვნა შეძლოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებსა და რეგიონულ მაუწყებლებში, რომლებიც მულტიპლექს ოპერატორები არიან.
შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. კომისიისთვის აღნიშნული ბერკეტის მიცემას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.
მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ არ გულისხმობს ყველა მაუწყებელში სპეციალური მმართველის დანიშვნას, მაგრამ არ გამორიცხავს ამას რეგიონულ მაუწყებლებში.
"ეს ნიშნავს, რომ ვინც არის ავტორიზებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, მაგალითად, ვინც ახდენს ციფრული მაუწყებლობის გადაცემას, ამ პირებთან სპეციალური მმართველის დანიშვნა იქნება შესაძლებელი. პრობლემა იმაშია, რომ არის ბევრი მაუწყებელი, რომელიც თავის მაუწყებლის გადაცემას თვითონვე ახდენენ და არიან ელექტრონული მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებიც. მაგალითად, რეგიონული მაუწყებლები.
ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზებული პირი რადგანაც არის, შესაძლებელია ამ მიზნებისთვის დაინიშნოს სპეციალური მმართველი არა მხოლოდ ავტორიზებულ პირთან, არამედ მაუწყებელთანაც და ეს უკვე მაუწყებლის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა გამოვა", — აცხადებს ის.
მისივე განმარტებით, სპეციალური მმართველის უფლებამოსილება იმდენად ფართოა, რომ შესაძლოა, მისმა გადაწყვეტილებებმა გავლენა იქონის მაუწყებლის უფლებებზე.
"ეს სპეციალური მმართველი დირექტორზე მეტი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და შეუძლია, მმართველი ორგანოების შემადგენლობაც კი განსაზღვროს და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დირექტორი იღებს.
იმდენად ფართოა აქ მისი უფლებამოსილება, რომ მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მაუწყებლი უფლებებზე. ამდენად, ასეთი ფართო უფლებამოსილების ჩანაწერი არა მხოლოდ ავტორიზებული პირის შიდა სამზარეულოზე ახდენს გავლენას, არაპირდაპირი გავლენა შეუძლიათ მოახდინოს მაუწყებლებზე", — განაცხადა მან On.ge-სთან საუბრისას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი ასევე განმარტავს, რომ არასწორი იქნება წინასწარ იმის თქმა, რომ ცვლილებები მაუწყებლებს არ შეეხებათ, რადგან უცნობია, რა ინტერპრეტაციას მისცემს კომუნიკაციების კომისია კანონს. მისივე თქმით, შესაძლოა, სპეციალური მმართველის დანიშვნა, შეეხოს იმ რეგიონულ მაუწყებლებს, რომლებიც მულტიპლექს ოპერატორები არიან.
"კანონპროექტის ჩანაწერიდან გამომდინარე, სპეციალური მმართველის დანიშვნა ეხებათ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ არიან მაუწყებლები, რომლებიც იმავდროულად არიან ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზებული პირები, შესაბამისად, გარკვეული შეხება მაუწყებლებთანაც აქვთ. მაგალითად, მაუწყებლები, რომლებიც ასევე არიან მულტიპლექს ოპერატორები, ანუ რეგიონული მაუწყებლები.
ზოგადად, ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით ასეთი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ აისახება მედიაზე, მაუწყებლებზე და გამოხატვის თავისუფლებაზეც. რეალურად, ეს კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს დაუსაბუთებლად. თუნდაც მაუწყებლებთან მიმართებაში, საკმაოდ ისეთი კვეთა არსებობს ელეტრონულ კომუნიკაციასა და მაუწყებლებს შორის, პირდაპირ არ ეხება მაუწყებლებს, მაგრამ მიღების შემთხვევაში ეს აისახება მაუწყებლებზეც. გარდა ამისა, ჩანაწერებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით კომისია აღნიშნულ კანონპროექტს რა ინტერპრეტაციას მისცემს. ამიტომ, წინასწარ იმის თქმა, რომ მაუწყებლებას საერთოდ არ ეხებათ, ალბათ, სწორი არ იქნება", — განუცხადა მან On.ge-ს.
ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ფიქრობს, რომ ცვლილებები მაუწყებლებისთვის არის შემოღებული და არა ინტერნეტპროვაიდერებისთვის. მისი თქმით, ამ თემაზე სპეკულაციები დაიწყება, თუმცა მედიამ არ უნდა დაუშვას დიქტატურის დაკანონება.
"გვეტყვიან, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით მაუწყებლებს ვერ შეუვარდებიან, თუმცა დამიჯერეთ, ბექაურისგან უკვე ისეთები მინახავს, ზუსტად ვიცი, რომ ამას გააკეთებს. შავით თეთრზე დაწერილ კანონებს არღვევს უკვე რამდენი წელია. ასე რომ, წინასწარ გეუბნებით, არ დაიჯეროთ რაც არ უნდა თქვას. არ დავუშვათ დიქტატურის დაკანონება", — წერს ის.
ცვლილებებს მაუწყებლისთვის ცენზურის შემოღების მცდელობად აფასებენ მედიაექსპერტი ნინო დანელია და მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციის კომისიის განმარტებას On.ge ხვალ, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპეციალურ მმართველს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ.
კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ მმართველს შეეძლება განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი. კერძოდ:
- დანიშნოს ან გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები,
- სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს,
- ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა,
- გარკვეულ შემთხვევებში კომისია უფლებამოსილი ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის ან აქციის გაყიდვის შესახებ,
- კომისია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის ან აქციის გაყიდვის მიზნით, ქმნის სპეციალურ სააუქციონო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს წილის ან აქციის აუქციონის გზით გაყიდვას,
- კომისია უფლებამოსილი იქნება, აუქციონში მონაწილეობის მიღება აუკრძალოს პირს ან გააუქმოს აუქციონის შედეგები, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის შეძენით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
კანონპროექტის ინიციატორი, საქართველოს მთავრობა, პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები