გერმანიის ელჩი ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩვენი მეგობარია — ვაშაძე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ის საქართველოს პატრიოტი და მეგობარია. მისი თქმით, ქნირში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორი იყო და როდესაც მას თავის აზრი აქვს, ეს აზრი ტაქტით და ყურადღებით უნდა მოისმინო.
როგორც ვაშაძე ამბობს, ქნირში მისი მეგობარიცაა და როდესაც მეგობარს დავაში არბიტრად იწვევ, მზად უნდა იყო იმისთვის რომ მეგობარს და უკვე არბიტრს ყველა საკითხზე თავისი აზრი ექნება და მისი აზრი მოთმენითა და ტაქტით უნდა მოისმინო. ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია მიემერთება თუ არა მისი ეს განცხადება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ელჩი გააკტიკა, მისი თქმით, ამას ყველას საყურადღებოდ ამბობს.
"მე ჩემს მეგობარ ჰუბერტთან ძალაინ ხშირად ბევრ საკითხზე მიკამათია, მათ შორის 2008 წლის რუსეთის დამანგრეველი სამხედრო აგრესიის გენეზისზე. კამათსაც თავისი ტაქტი აქვს. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ელჩზე, ანუ როდესაც ვლაპარაკობთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელზე და არა პიროვნებაზე. იმიტომ, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ერთ-ერთი უზარმაზარი როლი ითამაშა დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებაში, რაც ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციაში", — განაცხადა ვაშაძემ TV პირველის ეთერში.
ვაშაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვებია, მაგრამ "არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ".
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ეს განაცხადი მან 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ორშაბათი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება.
"ბატონი რურუა არ არის ნახსნები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით", — თქვა მან.
ამ განცხადების შემდეგ, ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი ივანიშვილის ლობისტად მოიხსენია და მისი გაწვევა მოითხოვა.
ასევე, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა უპასუხეს. ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, ამავე დროს, მათთვის გასაკვირია ელჩის შეფასებები.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი თქვა, რომ იგი შალვა ნათელაშვილის მსგავსად, საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევას არ ითხოვს, თუმცა სასურველია, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.
29 ივნისს, გერმანიის საელჩომ გაავრცელა განცხადება ინტერნეტ გამოცემა ტაბულას სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუბერტ ქნირშის ძველ ინტერვიუს ეყრდნობოდა.
მასალის სათაური: "კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა" მოგვიანებით შეიცვალა. ტაბულას განმარტებით, ცვლილების მიზეზი იყო ის, რომ სადაო გახდა ნიშნავს, თუ არა ფრაზა "პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის", იმას, რომ გამოყენებული ძალა ელჩის აზრით, პროპორციული იყო. საელჩოს განმარტებით, "სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს".
გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით და "გერმანიის ელჩის წინააღმდეგ პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმები" დაგმეს.
მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ. ისინი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ. როგორც ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რურუას გათავისუფლება, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. აღნიშნულ შეთანხმებას უარყოფენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ სასამართლოს სისტემაზე გავლენას ვერ იქონიებენ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები