საკონსტიტუციო ცვლილებაში საზოგადოებამ დიდი როლი ითამაშა — ბადრი ჯაფარიძე
მეათე მოწვევის პარლამენტი 120/30 პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი კანონპროექტის ცვლილების წინააღმდეგია.
საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ისაუბრა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების დაკანონება შეუძლებელი იქნებოდა ქართველი საზოგადოების უშუალო ჩართულობის, ოპოზიციური ძალების გაერთიანების და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის გარეშე.
"მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიღებულია კონსტიტუციური ცვლილებები, რაც ბევრად აუმჯობესებს საქართველოს საარჩევნო სისტემას. ეს ცვლილება შეუძლებელი იქნებოდა ქართველი საზოგადოების უშუალო ჩართულობის და ოპოზიციური ძალების გაერთიანების გარეშე. დღეს არ გვაქვს სრულად პროპორციული სისტემა, მაგრამ დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც არის მაქსიმალურად დაახლოებული პროპორციულთან", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ლელოს ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა, თუ რა როლი შეასრულა ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში:
"ოპოზიციამ მოახერხა, რომ ხელისუფლებას ხელი მოეწერა 8 მარტის შეთანხმების საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეს არ იყო შეთანხმება, რომელიც ძალიან უნდოდა ქართულ ოცნებას, ეს იყო როგორც ოპოზიციისა და საზოგადოების ძალისხმევის, ასევე საერთაშორისო მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის შედეგი. თქვენთვის ცნობილია, რომ მათ არაერთხელ მოატყუეს საზოგადოება, როდესაც პროპორციულ არჩევნებზე აღებული ვალდებულება გადათქვეს. აღნიშნული შეთანხმება იყო კოლექტიური შრომის ნაყოფი — ქართულმა საზოგადოებამ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, თავისთავად ის ფაქტი, რომ პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაში ჩართული იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა, ამან კიდევ უფრო შეამცირა კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის რისკები. ამიტომ, მე ვფიქრობ, დღევანდელი შედეგისთვის პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს საზოგადოებას, რომელიც მუდმივად, დაჟინებით ითხოვდა ცვლილებებს დღევანდელ დღემდე არსებულ საარჩევნო სისტემაში. რა თქმა უნდა, კარგია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, დღევანდელმა მმართველმა ძალამ ვალდებულებების ეს ნაწილი შეასრულა, თუმცა ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ არა 8 მარტის შეთანხმება და ოპოზიციის გაერთიანებული ძალისხმევა, დღევანდელ ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები