ხაშურში პარტიის, ლელო საქართველოსთვის, რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა
დღეს ხაშურში ლელო საქართველოსთვის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა, სადაც პარტიის ლიდერები და წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და ოფისის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე წარუდგინეს.
შეხვედრაზე ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და მათ პოზიტიური დახვედრისათვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხაშურელებს აქვთ უდიდესი იმედი იმისა, რომ ლელოსთან ერთად დაიწყება ცვლილებები ამ ქვეყანაში.
ხაზარაძემ რაიონში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და მათი გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.
"მე თქვენ გიცნობთ 90-იანი წლების ბნელი პერიოდიდან, როდესაც ჩვენ თქვენთან ერთად ავამუშავეთ საწარმო. სამწუხაროდ, იმ არასწორი პოლიტიკის და არასწორი ეკონომიკური დაგეგმვის გამო ეს საწარმო გაჩერებულია. მე დღეს ჩამოვედი აქ, რომ თქვენთან და ამ რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის დავდოთ სერიოზული ლელო! ეს გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. მე ვიცი, როგორ იციან ხაშურელებმა შრომა და გვერდით დგომა და მჯერა თქვენი", — განაცხადა ხაზარაძემ სიტყვით
გამოსვლისას.
პარტიის ლიდერმა ემიგრაციასა და იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, არა მარტო ხაშურში, არამედ მთელ ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამოა შექმნილი.
"არ მინდა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დგანან, ოჯახის ემიგრაციაში წასულ წევრებთან დისტანციურად ჰქონდეთ კომუნიკაცია. მე არ მინდა, საქართველოდან ხალხი სხვა ქვეყნებში მიდიოდეს გაჭირვებიდან თავის დასაღწევად. რადგან ჩვენ გვაქვს უნარი, ამ ქვეყანაში გვქონდეს წარმატებული ეკონომიკა. ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ იმ სახელმწიფოს შენება, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება დაცულობის, სამართლიანობისა და სტაბილურობის განცდა. ჩვენ ოქტომბერში შემოვტრიალდებით ჩვენი ქვეყნისკენ, უარს ვეტყვით ტყუილს, უარს ვეტყვით მიტაცებულ სამშობლოს, გამოსავალი კი ერთად დგომა და გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვაა", — განაცხადა ხაზარაძემ.
ლელოს ლიდერმა გამოსვლის დასასრულს ხაშურელებს თხოვნით მიმართა, რომ მათ შეძლონ ძალების მოკრება იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა შესაძლებლობა რეალობად გადაიქცეს, რაც, მისი თქმით, მომავალი თაობის ღირსეულ სამშობლოში ცხოვრების საწყისი იქნება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები