დაგნი — მუნკის მუზა, რომელიც თბილისში მოკლეს
ფოტო: EAST NEWS
დაგნი იუელი ნორვეგიელი მწერალი იყო, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ევროპულ ლიტერატურულ წრეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.
დაგნი 1867 წელს ქალაქ კონგსვინგერში დაიბადა და განათლება კერძო სკოლაში მიიღო. 1890 წელს ის ოსლოში გადავიდა საცხოვრებლად და დიდი ალბათობით, სწორედ ამ დროს დაუახლოვდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნორვეგიელ მხატვარ ედვარდ მუნკს.
როგორც ცნობილია, დაგნი იუელმა იმდენად დიდი გავლენა იქონია მუნკზე, რომ ის თავისი რამდენიმე ცნობილი ნახატის მოდელად გამოიყენა. ერთ-ერთი ვერსიით, ყველასათვის კარგად ნაცნობ ნახატზე მადონა სწორედ დაგნია გამოსახული.
ფოტო: Public Domain
ასევე კიდევ ერთი ვერსიით, დაგნია გამოსახული ნახატზე ეჭვიანობა: უკანა ფონზე აღბეჭდილი ადამისა და ევას პროტოტიპი ფიგურები მუნკი და დაგნი არიან, წინ კი დაგნის ქმრისა და მუნკის მეგობრის, სტანისლავ პშიბიშევსკის სახეა გამოსახული.
ფოტო: Public Domain
1892 წელს დაგნი იუელი სწავლის გასაგრძელებლად ბერლინში წავიდა, სადაც ის ადგილობრივ ხელოვანებს დაუახლოვდა. მათ შორის იყო დრამატურგი ავგუსტ სტრინდბერგიც, რომელიც სხვა ბევრის მსგავსად დაგნის მშვენიერებითა და ქარიზმატულობით იმდენად მოიხიბლა, რომ მას ასპასია — ანტიკურ საბერძნეთში სილამაზითა და გონიერებით განთქმული ქალის სახელი უწოდა.
ასევე ბევრი ფიქრობს, რომ დაგნიმ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ნობელის ლაურეატ მწერალ კნუტ ჰამსუნზე: 1892 წელს გამოქვეყნებულ რომანში მისტერიები ერთ-ერთ პერსონაჟს დაგნი ჰქვია და მკითხველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის თავისი მომხიბვლელობით ძალიან ჰგავს დაგნი იუელის.
კონრად კრჟიჟანოვსკის მიერ დახატული დაგნის პორტრეტი.
ფოტო: Public Domain
1893 წელს დაგნიმ ცნობილ პოლონელ მწერალ სტანისლავ პშიბიშევსკიზე იქორწინა: ამის გამო პშიბიშევსკიმ ცოლი, მარტა ფორბერი და ორი შვილი მიატოვა. სტანისლავსა და დაგნისაც ორი შვილი შეეძინათ, თუმცა არც მათი ქორწინება აღმოჩნდა ბედნიერი: სტანისლავმა მალევე სხვა ქალი შეიყვარა და დაგნი მიატოვა, თუმცა მათ ბოლომდე ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ.
სტანისლავ პშიბიშევსკი და დაგნი იუელი.
ფოტო: Public Domain
რამდენადაც მრავალფეროვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებით სავსე და ბოჰემური იყო დაგნის ცხოვრება, იმდენად ტრაგიკული და იდუმალებით მოცულია მისი საკმაოდ ხანმოკლე სიცოცხლის გზის დასასრული.
რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი თბილისს უკავშირდება.
1901 წელს მწერალმა ვლადისლავ ემერიკმა სტანისლავ პშიბიშევსკი და დაგნი იუელი საქართველოში დაპატიჟა. ისინი მოწვევას დასთანხმდნენ, თუმცა გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე სტანისლავმა წასვლა გადაიფიქრა და ცოლს დაჰპირდა, რომ მოგვიანებით ჩააკითხავდა. დაგნი შვილთან, ზენონთან ერთად მარტო გაემგზავრა საქართველოში.
ის სასტუმრო გრანდ ოტელში დაბინავდა, სადაც 1901 წლის 5 ივნისს ვლადისლავ ემერიკმა იარაღის გასროლით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ ყველაფერს დაგნის 5 წლის შვილი შეესწრო.
ამ ამბავმა მთელ თბილისთან ერთად იმდროინდელი ევროპელი ინტელექტუალების წრეებიც შეაშფოთა, რადგან დანამდვილებით არავინ იცოდა მკვლელობის მოტივი. ერთი ვერსიით, დაგნის მკვლელობა ემერიკს პშიბიშევსკიმ დაავალა: ის მანამდეც იყო ეჭვმიტანილი წინა ცოლის მკვლელობაში და ასევე პოლონეთში კიდევ სხვა ორი ქალის მკვლელობასთან მისი კავშირი შეინიშნებოდა.
რაც არ უნდა ყოფილიყო, დღემდე არ ვიცით დანამდვილებით, თუ რა მოხდა ზუსტად მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე თბილისში, სასტუმრო გრანდ ოტელში: მხოლოდ ის შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დაგნიმ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა და მისი ნეშტი დღემდე თბილისში, კუკიის სასაფლაოზე განისვენებს.
ასეთი ქარტეხილებით სავსე ცხოვრების გზა, რთულია, ვინმეს მხედველობიდან გამორჩენოდა და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე მკლევრები და ლიტერატურის მოყვარულები აქტიურად შეისწავლიან დაგნის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
დაგნის იდუმალი პიროვნების შეცნობის მცდელობებს შორის ერთი-ერთი საუკეთესო მხატვრული ნამუშევარია ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი რომანი Dagny or a Love Feast, რომელმაც უცხოელი მკითხველებისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ ქართულად თარგმნა და ზურაბ ქარუმიძის ამ წარმოუდგენელი ემოციებით სავსე სამყაროში მოგზაურობა ქართულენოვან მკითხველსაც შეუძლია.
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
კომენტარები