პარტია ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარად კენჭს არ იყრის. როგორც ბურჯანაძემ მთავარს განუცხადა, გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო.

"რაღაც პროცენტს, რომ შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს ვტოვებთ", — აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც ის ამბობს, მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაჟორიტარად კენჭს არ იყრის არის, ის რომ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მან უნდა წარმართოს.