როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა — EGI-ის გამოცდილება
ფოტო: EGI
აქტიური სამოქალაქო საქმიანობით ახალგაზრდებს დადებითი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. თუმცა, დიდი სურვილის მიუხედავად, ბევრმა ზუსტად არ იცის, როგორ ჩაერთოს საზოგადოებრივ პროცესებში და საკუთარი ქვეყნის მომავალი თვითონვე განკარგოს.
ამ სტატიაში ევროპულ-ქართულ ინსტიტუტზე მოგიყვებით, ორგანიზაციაზე, რომელიც დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიმართულებით მუშაობს.
სტუდენტური კლუბიდან არასამთავრობო ორგანიზაციამდე
ყველაფერი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბიდან დაიწყო. "მომავალ დიპლომატთა კლუბში" სულ 8-9 ადამიანი იყო გაერთიანებული. წევრების ამოცანა მაშინ უფრო მეტი ცოდნის მიღება იყო. ატარებდნენ საჯარო ლექციებს, ახორციელებდნენ სხვადასხვა პროექტს, თუმცა ეს მხოლოდ საუნივერსიტეტო კლუბისთვის დამახასიათებელი საქმიანობა იყო. თანდათანობით ამ ყველაფერმა მათ უფრო მასშტაბური იდეებისკენ უბიძგა. ასე ჩამოყალიბდა EGI — ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, რომელსაც საუნივერსიტეტო კლუბისგან თუ კვლევითი ინსტიტუტებისგან განსხვავებით, თავიდანვე ორგანიზაციის ფორმატი ჰქონდა.
"EGI შეიქმნა იმ ადამიანების მიერ, ვისაც სჯეროდა, რომ ამ ქვეყნის განვითარების გზა დასავლურ ფასეულობებზე გადის. შესაბამისად, სწორედ ეს ავსახეთ ორგანიზაციის სახელშიც — ევროპულ - ქართული ინსტიტუტი ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი, ეროვნული იდეების კომბინაციას წარმოადგენს", — აღნიშნავს გიორგი მელაშვილი, ინსტიტუტის დამფუძნებელი.
ორგანიზაციის პარტნიორებს შორისაა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, NDI, IRI, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ვიშეგრადის ფონდი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, საჯარო და კერძო სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით, უნივერსიტეტები თბილისსა და რეგიონებში და სხვა. გარდა ამისა, ორგანიზაცია ევროპის პარლამენტის მიერ დაარსებული პოლიტიკური ფონდის - ევროპის ლიბერალური ფორუმის - აფილირებული წევრია და ევროპის საბჭოს ევროპის ახალგაზრდობის ფონდის წევრია.
ევროპული ორგანიზაციების თუ ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ყველა იმ ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს, რომელთათვისაც დასავლური ღირებულებები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. სწორედ აქ ჩნდება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა — ინსტიტუტი არ იყოს რომელიმე პარტიისადმი მიკუთვნებული. ამ ამოცანას ორგანიზაცია თავს წარმატებით ართმევს — ისინი მუდმივად ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მათი გადაწყვეტილებები პოლიტიკური, ეკონომიკური, ან რელიგიური ფაქტორების გავლენის ქვეშ არ ხვდება.
"როცა ხშირი შეხება გაქვს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, არსებობს საფრთხე, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის ეს პრობლემური იყოს ან რაიმე "იარლიყის" მიკერების მცდელობებმა იჩინოს თავი. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი და რაც მთავარია, არ გადაგვეხვია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებიდან — ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზიდან", — ამბობს გიორგი.
ახალგაზრდული პროექტები მომავლისთვის
EGI დასაწყისიდანვე თავისუფალ სივრცედ იქმნებოდა. დამფუძნებლებს სურდათ, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც გარკვეული იდეები, იდეალები და შეხედულებები აქვთ, ერთად განეხილათ სხვადასხვა საკითხი და ჰქონოდათ შესაძლებლობა, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.
ორგანიზაციამ დღემდე არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა — "შენი ხმა ჩემი მომავალია", რეგიონებში ახალგაზრდების გააქტიურებასთან დაკავშირებული პროექტი "ინიციატივა", ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, (რომელშიც ჩართული იყო ვიშეგრადის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები) და სხვა პროექტები მათ აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაზე მიუთითებს.
ერთ-ერთი პროექტი, "ინიციატივა" ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გამოვლენაზე იყო მიმართული. მათ სურდათ, ახალგაზრდული ჯგუფები გააქტურებულიყვნენ რეგიონებში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც, როგორც წესი, ტრადიციული დონორები და არსებული დიდი ორგანიზაციები ნაკლებად ჩადიან. ახალგაზრდები თავიანთ თემში, რეგიონში მათთვის მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებდნენ. ეს პროექტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო: დაწყებული ხულოში მოსწავლეთა კლუბის შექმნით, დამთავრებული კახეთში ერთ-ერთ სოფელში მიწისზედა გადასასვლელების მოწყობით. ამით ინსტუტუტს უნდოდა, ახალგაზრდებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობა და რა გავლენის ბერკეტები აქვთ მათ.
ფოტო: EGI / FB
პროექტები მრავალფეროვანია, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული "შენი ხმა ჩემი მომავალია" იყო. ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური get out and vote კამპანია იყო, რომელიც არამხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას მოუწოდებდა საზოგადოებას, არამედ ახალგაზრდების პოლიტიკურად გააქტიურებას უწყობდა ხელს. "ხშირად ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა უსიამოვნო და უინტერესო საქმეა. ამიტომ, ვცადეთ, რომ სხვა მხრივ გვეჩვენებინა მათთვის პოლიტიკურ საქმეში ჩართვის იდეა. ვცადეთ, ახალგაზრდებისთვის გვეთქვა, რომ პოლიტიკა არაა მხოლოდ იატაკქვეშა გარიგებები და "ვაჭრობა", არამედ ესაა საქმე, რომლითაც ზრუნავ შენს ქვეყანაზე, ქვეყნის მომავალზე და ესაა სფერო, რომელიც განაპირობებს იმას, თუ როგორ ცხოვრობ," — ამბობს გიორგი.
სოციალურმა კამპანიამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. მასში ჩართული იყო 500-მდე მოხალისე, რომელთაც საქართველოს მოსახლეობამდე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მიიტანეს — "არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს უჭერ მხარს, არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია და ამით შენ ახალგაზრდების მომავალს განსაზღვრავ".
"არჩევნებთან მიმართებაში საზოგადოების დიდი ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი. ამას არაერთი კვლევა მოწმობს. სოციალური კამპანიის დროს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან ეს დამოკიდებულება ჩანდა, თუმცა ახალგაზრდები უშუალო კომუნიკაციით ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ისინი, რომ მათი აქტიურობა მომავალს ცვლიდა", — აღნიშნავს გიორგი.
ფოტო: EGI / FB
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ EGI-ის კარი ღიაა ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, რომელიც მათ ფუნდამენტურ ფასეულობებს იზიარებს, ვისაც სურს განვითარება და სჯერა, რომ ქვეყნის წინსვლა დასავლურ ღირებულებებზე გადის. "ჩვენ გვინდა მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს, რომ მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეთ. ამისათვის ახლახან შევქმენით ღია სივრცე, სადაც მათ თავიანთვის საინტერესო თემაზე პრეზენტაციების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. გამოხმაურება ძალიან მაღალია და არ ველოდით, თუ ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი მოხალისეობრივად, დაფინანსების გარეშე შეიქმნებოდა", — ამბობს გიორგი.
ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პროპაგანდასთან და ტოტალიტარიზმთან ბრძოლაა. ამ მიმართულებით ყველა პროექტში გარკვეული კომპონენტია გათვალისწინებული. რაც მთავარია, მათი პრიორიტეტული საქმიანობა განათლებაა, თუმცა ისინი უფრო მეტად ყურადღებას ცოდნის გადაცემის არატრადიციულ მეთოდებს — არაფორმალურ განათლებას აქცევენ.
განათლება, როგორც მთავარი ღირებულება
ფოტო: EGI / FB
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, შაკო ჩხეიძე გვიყვება, რომ მათი ყველა პროექტი არაფორმალური განათლების კომპონენტებს შეიცავს. ეს პროექტები ახალგაზრდებს სამოქალაქო ჩართულობას, ადამიანის უფლებებს ასწავლის და აქტიური მოქალაქეობისკენ უბიძგებს.
ხშირ შემთხვევაში, სწორედ EGI უყრიდა საფუძველს სხვადასხვა პროექტს, რომელიც შემდგომში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგალითად, მათ პირველებმა წამოიწყეს გაეროს საერთაშორისო მოდელირება, რომელშიც ახალგაზრდებმა 50 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს მონაწილეობა. ორგანიზაციის ფარგლებში უნივერსიტეტებთან პარტნიორობით არაფორმალური განათლების ექსტრაკურიკულარული კურსებიც შეიქმნა, რომელიც მოქალაქეობრივი უნარების გამომუშავებას შეეხებოდა. ამ პროექტში სულხან საბას უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი და ახალციხის უნივერსიტეტი იყო ჩართული.
ფოტო: EGI
პროექტები ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთანავე რეგიონებზე იყო ორიენტირებული. პროექტ "ინიციატივის" განხორციელების შემდგომ ინსტიტუტმა რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბები შექმნა, მათში გაწევრიანებულ ახალგაზრდებთან კი მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებენ და სხვადასხვა საკითხებში ეხმარებიან. ორ სხვადასხვა რაიონში დაფუძნებული ჰაბი ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებად გარდაიქმნა.
შაკო ჩხეიძე ამბობს, რომ ქართულ რეალობაში ნაკლებად არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაცემები თუ ბლოგები, სადაც აქტიურ მოქალაქეობაზე თუ პოლიტიკის საკითხებზე დარგის ექსპერტებთან ერთად ისაუბრებდნენ, ამ დანაკლისის შესავსებად მათ პოდკასტების სერია წამოიწყეს. "თავისუფლების მიღმა" — ასე ეწოდება პოდკასტს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა თემებზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობენ. პოდკასტს განათლების მიმართულებაც აქვს, სადაც შაკო განათლების ექსპერტებთან ერთად ზოგადი, სასკოლო თუ უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს განიხილავს.
ფოტო: EGI / FB
ორგანიზაციისთვის არაფორმალური განათლების გავრცელება მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მათთვის ესაა ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით ქალაქსა თუ სოფელში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეძლებენ. ამ მიზნით ისინი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის თამაშებს, შეჯიბრებებს ქმნიან. უმცროსი ასაკისთვის არაფორმალური განათლების პროცესში გართობის კომპონენტი ჭარბობს, ხოლო უფროსები პროექტების მომზადებას ამისთვის საჭირო ტექნიკების სწავლის პარალელურად ახერხებენ. მაგალითად, საზაფხულო სკოლაში სტუდენტები პროექტის დაწერას და მის მენეჯმენტს სწავლობენ, შემდგომ მონაწილეობას იღებენ კონკურში, აქ გამარჯვების შემთხვევაში კი ინსტიტუტი მათ პროექტს აფინანსებს, უშუალოდ განხორციელების პროცესშიც ორგანიზაციის წევრები მათ დახმარებას უწევენ და რჩევებს აძლევენ. სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობა და მათი შემდგომი ანალიზიც სწორედ ამ ტიპის განათლების ნაწილია.
აქტიური მოქალაქის კურსი ევროპულ-ქართული ინსტიტუტის საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი ფლაგმანია. გიორგი გვიყვება, რომ ჯერ კიდევ მომავალ დიპლომატთა კლუბის დროს ორგანიზაციის წევრებმა დიპლომატიის სკოლა შექმნეს. პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და თავისუფალ უნივერსიტეტში დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს. ის აბიტურიენტებს ეხმარება, გაითავისონ სამომავლო პროფესიის მნიშვნელობა და სწორი მიმართულებით დააწყონ გეგმები. ამ პროექტით ორგანიზაციის წევრებს საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ და შემდგომში უკვე სტუდენტებისთვის "სამოქალაქო ქმედების სკოლა" შექმნეს. დღეს კი შვედ პარტნიორებთან ერთად აქტიური მოქალაქის კურსი წამოიწყეს.
"გვსურდა, ახალგაზრდებს ეს უაღრესად არასასიამოვნო პერიოდი სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ეს პროექტი ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდას, შესაძლებლობების გამოვლენას, ახალი იდეების შემოტანას ემსახურება. მათ სპიკერებისგან მიღებული ცოდნით დისკუსიებითა და დებატებით სხვადასხვა იდეაზე მუშაობა უწევთ. საერთო ჯამში კი პროექტი ერთმანეთთან აახლოვებს გამოცდილ ადამიანებს მათთან, ვისაც სურს, საზოგადოებაში დადებითი ცვლილებები მოიტანოს და გახდეს მეტად აქტიური", — აღნიშნავს გიორგი.
აქტიური მოქალაქის კურსი ახლა ონლაინ მიმდინარეობს, რამაც, ერთის მხრივ, ტექნიკური მიზეზების გამო შეზღუდა პროექტის მონაწილეთა რაოდენობა, თუმცა მეორეს მხრივ, შესაძლებელი გახადა, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ჩართულიყვნენ ახალგაზრდები მასში და თუ მანამდე ღონისძიებები მხოლოდ თბილისის მასშტაბებს სწვდებოდა, ახლა პროექტი უფრო ფართოდაა ხელმისაწვდომი. როგორც EGI-ში გვიყვებიან, კონკურსი საკმაოდ მაღალი იყო, ასამდე შერჩეული სტუდენტი კი ლექცია-სემინარებში მონაწილეობას აქტიურად იღებს. რაც მთავარია, ლექციების ჩანაწერები მოგვიანებით საჯაროდ ქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ახალგაზრდული წამოწყებიდან ძლიერ, ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციად გარდაიქმნა. ინსტიტუტის მიერ მიღწეულ შედეგებზე იმ ადამიანების საქმიანობაც მეტყველებს, რომლებიც ორგანიზაციის პროექტების მონაწილეები სხვადასხვა დროს ყოფილან. ისინი დღეს სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრაში, სამოქალაქო საკითხებსა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული.
ინსტიტუტის ერთ-ერთი წევრი მარიამ ბიწაძე გვიყვება, რომ აქ მყუდრო, ოჯახური გარემო შექმნეს და პროექტებში, როგორც წესი, ორგანიზაციის ყველა წევრია ჩართული. "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ყველა ახალგაზრდას საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად იყოს ჩართული მათ პროექტებში და ამის მაგალითი მე ვარ. ორგანიზაცია როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ, 2016 წელს აბსენტიზმის შესახებ განხორციელებული პროექტის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" ფარგლებში გავიცანი, თუმცა შემდეგ სტაფის წევრებს შორის აღმოვჩნდი", — ამბობს ის.
ყოველწლიურად ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კურსებზე თუ პროექტებზე დაინტერესება იზრდება, ისევე, როგორც იზრდება პარტნიორი უცხოური თუ ადგილობრივი უნივერსიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი. სამომავლოდ აპირებენ, ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით კიდევ ბევრი პროექტი წამოიწყონ, წლევანდელ არჩევნებზე შექმნან სადამკვირვებლო მისია, რომელშიც სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული.
ასე რომ, სამოქალაქო აქტიურობისთვის პლატფორმა არსებობს. იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტები და ინიციატივები, თვალი ადევნეთ მათ ფეისბუქ გვერდსა და ვებსაიტს და შეუერთდით ახალგაზრდებს, რომელთაც ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლიათ.
-
ახალი კვლევის თანახმად, სიცოცხლე წებოვანი გელის სახით დაიწყო ახალი კვლევის თანახმად, სიცოცხლე წებოვანი გელის სახით დაიწყო
გადახედვა
-
მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ
გადახედვა
-
"სათამაშო დედის" მეცნიერება: რას გვასწავლის პანჩის შემთხვევა და რატომ გვირჩევნია სითბო საკვებს "სათამაშო დედის" მეცნიერება: რას გვასწავლის პანჩის შემთხვევა და რატომ გვირჩევნია სითბო საკვებს
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენი ქვეყნისთვის ეს ომი დიდი გამოწვევაა — ჩვენი ჩამოსარეცხია "რუსული ოცნების" სისასტიკე ელენე ხოშტარია: უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენი ქვეყნისთვის ეს ომი დიდი გამოწვევაა — ჩვენი ჩამოსარეცხია "რუსული ოცნების" სისასტიკე
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
გადახედვა
-
პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
გადახედვა
-
მკვლელობებში ბრალდებულმა დანაშაულების დასაგეგმად ChatGPT გამოიყენა მკვლელობებში ბრალდებულმა დანაშაულების დასაგეგმად ChatGPT გამოიყენა
გადახედვა
-
კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
გადახედვა
-
გამოკითხვა: რომელია შვიდი სამეფოს რაინდის საუკეთესო პერსონაჟი? გამოკითხვა: რომელია შვიდი სამეფოს რაინდის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ვოლოდიმერ ზელენსკი: რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელები და ვერ მოიგო ომი ვოლოდიმერ ზელენსკი: რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელები და ვერ მოიგო ომი
გადახედვა
-
მიშელი, მეცოლა, ლაიენი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით მიშელი, მეცოლა, ლაიენი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით
გადახედვა
-
ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს ემანუელ მაკრონი: უკრაინელო ქალებო და კაცებო, ჩვენ თქვენზე დიდი ემოციით ვფიქრობთ, თქვენს ოჯახებზე, რომლებმაც ამდენს გაუძლეს
გადახედვა
-
UK-ს მთავრობა: დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Transneft-ს და ჩრდილოვანი ფლოტის 175 კომპანიას და უკრაინისთვის £30 მლნ გამოყო UK-ს მთავრობა: დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Transneft-ს და ჩრდილოვანი ფლოტის 175 კომპანიას და უკრაინისთვის £30 მლნ გამოყო
გადახედვა
-
სიამაყე და ცრურწმენა 20 წლის შემდეგ — ნახეთ ძველი და ახალი მსახიობები სიამაყე და ცრურწმენა 20 წლის შემდეგ — ნახეთ ძველი და ახალი მსახიობები
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო — ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა
გადახედვა
-
გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
-
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა
გადახედვა
-
28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ 28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა
გადახედვა


კომენტარები