Unicef-ის კვლევის მიზეზად მოყვანა, მთლად სერიოზული არ არის — კვირიკაშვილი გადადგომაზე
ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურის პოსტი Unicef-ის კვლევის შედეგების გამო არ დაუტოვებია და ამის მიზეზად მოყვანა არასერიოზულია.
"მე არა მგონია, ასეთ, რაღაცა თემებზე ღირდეს დეტალური ისა. ნუ ახლა, Unicef-ის კვლევა... არ ვიცი რა გითხრათ ახლა. მიზეზად ამის მოტანა, მგონია, რომ მთლად სერიოზული არ არის", — განაცხადა მან TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.
კვირიკაშვილის გადადგომამდე, ქართული ოცნების ოფისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მმართველი გუნდი უარყოფდა, რომ პრემიერის გადადგომის საკითხს განიხილავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ Unicef-ის კვლევაზე მსჯელობდნენ, სადაც ასახული იყო, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობააა და ბავშვები შიმშილობენ. მოგვიანებით, იმაზე საუბარიც დაიწყო, რომ ეს კვირიკაშვილის ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია.
სატელეფონო ინტერვიუში კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერობისას პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისგან "საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება" ჰქონდა" რაღაც პერიოდში", თუმცა მოგვიანებით, როცა ივანიშვილს რაღაცეები არ მოეწონა, მას წასვლა მოუწია.
"მერე, რაღაც პერიოდში, მას აღარ მოეწონა რაღაცეები, როგორც ყველამ იცის ეს და ის ჩაერია ძალიან აქტიურად და დაბრუნდა პოლიტიკაში.
ძალიან ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე დაიქცა ქვეყანა და მერე გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებიან ეს ადამიანები, მთლად ესე არ უნდა იყოს", — განაცხადა მან.
გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების პრემიერმინისტრი იყო 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით. კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მალევე მას შემდეგ გადადგა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მისი წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მმართველი გუნდი მოსახლეობაში ჭარბვალიანობასა და ეკონომიკურ რეფორმების არაეფექტურობას ასახელებდა. თავად კვირიკაშვილმა კი თანამდებობის დატოვებისას ხმამაღლა განაცხადა გუნდში არსებულ დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობაზე. იქამდე კი თავისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ცნობები რამდენჯერმე უარყო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები