კომპანია აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ინიციატივის მხარდაჭერით, ფონდ 1ანობის ბენეფიციართა დასახმარებლად სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გამიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები: ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, ერეკლე დეისაძე, მაია დარსმელიძე და სხვები. სტეფანემ კონცერტზე ახალი ნამუშევარიც წარადგინა, რომლის პრემიერაც პირდაპირ ეთერში შედგა. ეს ცნობილი სახეები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

"სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი არის პირველი პროექტი, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. კონცერტზე ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერების გარდა შედგა ახალი სიმღერის პრემიერაც. კონცერტი დასრულდა, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში დონაცია კვლავ შესაძლებელია", — აღნიშნავს აჭარაბეთის წარმომადგენელი, ნინი გუჯაბიძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ორგანიზაციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 0901 900 991

ქველმოქმედებისთვის თანხის შეწირვის სურვილის შემთხვევაში კი გამოიყენოთ შემდეგი რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE48BG0000000162696882

თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE28TB7404836080100011

20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ადგილია, რომლის მიზანია დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანიაში 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და სარგებლობს მნიშვნელოვანი ბენეფიტებით. აღნიშნულ სფეროში, საქართველო როგორც ქვეყანა საერთაშორისო სივრცეს სწორედ აჭარაბეთის მეშვეობით შეუერთდა, შემდგომ კი კომპანიამ პროდუქტები და სერვისები საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. დღეისათვის adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. უკვე წელიწადზე მეტია რაც adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Paddy Power Betfair (PPB)-ის ოჯახის წევრი გახდა. Paddy Power Betfair (PPB) ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.