საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საწარმოო ტრამვის შედეგად გარდაცვლილი მუშის ოჯახი კომპენსაციის სახით 61 000 ლარს მიიღებს.

როგორც პროფკავშირები იუწყება, ფოთის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 16 ნოემბერს, კომპანია შპს ბარვილ ჯორჯიას გარდაცვლილი მუშის ოჯახისთვის 61 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

პროფკავშირების ცნობით, საქმე ეხება 2012 წელს ქალაქ ფოთში, საკონტეინერო ტერმინალში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ერთ-ერთმა მუშამ საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც დაიღუპა.