თვეები ითხოვდა გადმოსვლას, მაგრამ უფლებას არ აძლევდნენ — გამგებელი გარდაცვლილ ახალგორელ პაციენტზე
ახალგორის გამგებელის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, 63 წლის ახალგორელი პაციენტი, რომელიც ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გარდაიცვალა, თვეების განმავლობაში ითხოვდა ე.წ. საზღვარზე გაშვებას. ამ თემაზე მან TV პირველთან ისაუბრა.
"დაავადებაზე და დიაგნოზზე ვერაფერს გეტყვით, ერთი ვიცი, რომ ცუდად იყო, ცხინვალში ჰყავდათ წითელ ჯვარს უნდა გადმოყვანა დღეს, მაგრამ საღამოს რომ დამძიმდა, გუშინვე წამოიყვანეს და გზაში დაიღუპა კარალეთთან. როგორც ვიცი რამდენიმე თვე თხოულობდა გადმოსვლას, მაგრამ არ აძლევდნენ უფლებას — თქვა ნუგზარ თინიკაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, პაციენტი ინსულტის დიაგნოზით ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობდა, რის შემდეგაც ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს და 5 დღე გააჩერეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ გუშინ, 19 მაისს მიიღო გადაყვანაზე დადებითი გადაწყვეტილება და 9 საათზე ის წითელი ჯვრის ხაზით გორის საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გზაში, კარალეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა.
მინისტრის თქმით, გარდაცვლილი არის მორიგი მსხვერპლი არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში.
"არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს, აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი", — განაცხადა მან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი პაციენტების სამკურნალოდ გაშვებას აფერხებს, რაც ფატალური შედეგით სრულდება. სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები