ონლაინ შოპინგი 21-ე საუკუნის ადამიანის პრივილეგიაა — ZERE
"ონლაინ შოპინგი 21-ე საუკუნის ადამიანის პრივილეგიაა" — კომპანია ზერეს ისტორია ზუსტად ამ დევიზით 2008 წელს ფორუმზე ინტერნეტით შეძენის გზამკვლევისა და 2010 წელს კი საინფორმაციო ვებგვერდის www.zere.ge დაარსებით დაიწყო. შემდგომ გავრცელდა, ინტერესი მოიპოვა, რუსულ ენაზე ითარგმნა აზერბაიჯანელი მომხმარებლისთვის (camex.az) და ბევრი ქართველისა და სხვა ეროვნების ონლაინ შოპერისთვის "სამაგიდო" ვებგვერდადაც იქცა. გადამზიდავ კომპანიათა უმეტესობა ZERE-ს ონლაინ მაღაზიების კატალოგით სარგებლობდა.
ინტერნეტ ვაჭრობის და ელ. კომერციის პოპულარიზაციასთან ერთად 2018 წელს დაფუძნდა უკვე ადგილობრივი ორენოვანი (ქართული და ინგლისური) ონლაინ მაღაზია — www.zereshop.ge, რომლის ძირითადი მიზანიც საქართველოს მოსახლეობისთვის სუფთა, უმინარევო ნატურალური კოსმეტიკური ზეთების/კარაქების, ჰიდროლატების, თიხის, სხეულის/სახის/თმის/ ფრჩხილის მოვლის ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებების მიწოდება გახდა. პროდუქციის მოძიება მიმდინარეობს მსოფლიოს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტერიტორიებიდან და თანაც ნედლეული უმეტეს შემთხვევაში კონკრეტული ქვეყნისთვის ენდემურია (შიის კარაქი განადან, არგანის ზეთი/თიხა/ნატურალური წყალი/შაბის ბუნებრივი ანტიპერსპირანტი, შავი საპონი მაროკოდან, ზეითუნისა და ფიჭის საცხები საბერძნეთიდან). გარდა ამ უნიკალური ნაწარმისა ZERESHOP წარმოგიდგენთ სამკაულს, აქსესუარებს, კოსმეტიკასა და სუვენირებსაც.
ონლაინ შოპინგის ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ იგი არ საჭიროებს სადმე გასვლას, ტრანსპორტირებაში ან საწვავისთვის ზედმეტად დახარჯვას ან დღის კონკრეტულ მონაკვეთს შეძენის განსახორციელებლად. ეს არის სრულყოფილი კომფორტი იშოპინგო როდესაც გინდა და სასურველი ნივთი საქართველოს ნებისმიერ წერტილში მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერით ადგილზე მიიღო.
ZERESHOP-ზე შეძენა სტანდარტული ელექტრონული მაღაზიის პრინციპით ხდება. ინტერნეტმაღაზიის zereshop.ge/zereblog-ის ზედა მენიუში განთავსებულ საინფორმაციო ბლოგში რეგისტრაცია-შეძენის ყველა ნაბიჯი დეტალურად და თანმიმდევრობით, დართული ილუსტრაციებით არის აღწერილი. თითოეულ შესაბამის პროდუქტს გვერდით ან ქვემოთ სურათები, აღწერა და საჭიროებისამებრ სრული ანოტაცია ერთვის. დათვალიერება, შერჩევა და ყიდვა შესაძლებელია როგორც კომპიუტერი/ლეპტოპიდან, ასევე ნებისმიერი პლანშეტის ან სმარტფონის საშუალებით.
ონლაინ მაღაზიას აქვს ასევე სასაჩუქრე ბარათიც. თუ არ იცით ადრესატის გემოვნება ან რა მოეწონება, უბრალოდ შეიძინეთ და გაუგზავნეთ სასაჩუქრე ბარათი თანხით, ელექტრონულ ფოსტაზე. მიღების შემდეგ ადრესატი ონლაინ შეძენისას მიუთითებს თქვენგან ნაჩუქარ და გადაგზავნილ ციფრულ კოდს, რომელიც კონკრეტულ თანხას ჩამოაკლებს ან გაუნულებს.
ონლაინ შოპინგი უსაფრთხოა, რადგან გადახდის თითოეული ეტაპი ოფიციალურად ფიქსირდება და ყველა მხარე მაქსიმალურად დაცულია. გადახდის ეტაპზე გვერდი გადადის ბანკის დაცულ სერვერზე, რომლის შიფრაციაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ყველა მონაცემი არის კოდირებული. გადახდის ინფორმაციას ხედავს და ამუშავებს მხოლოდ მიმწოდებელი და მიმღები ბანკი.
შეძენილი ნაწარმის მიტანას ოფიციალური ექსპრეს საკურიერო სერვისი სმარტ ექსპრესი zereshop.ge-ს გზავნის სექციაში zereshop.ge/shipping მითითებული ტარიფებისა და ვადების ფარგლებში დროულად და ხარისხიანად ახორციელებს.
მთავარია რეგისტრაციისა და შეძენის ყველა პირობა ზედმიწევნით ზუსტად იქნას დაცული, რათა შეკვეთის დამუშავებასა და მიწოდებაში შეფერხება არ გამოიწვიოს.
ყველა სხვა შესაძლო კითხვაზე ამომწურავ პასუხს ონლაინ მაღაზიის ხშირად დასმული კითხვების სექციაში იხილავთ.
www.zereshop.ge - მოაქციე სურვილები ერთ კალათში, თავდაპირველი მარტივი რეგისტრაციის შემდეგ შეძენას ბევრად უფრო ნაკლები წკაპით და მოკლე დროში შეძლებ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
კომენტარები