უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციის შანსები ნულოვანია.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება მყარ ლეგიტიმაციას მოიპოვეს, რათა ის სურათი არ მიიღონ, რაც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია "ჩაკეტილი".

"ვინც უყურებს ხოლმე იმას, თუ რა ხდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში, რა სახეები არიან იქ და რა საერთო ატმოსფეროა, ძალიან მარტივად დარწმუნდება, თუ როგორია ოპოზიციის შანსები. ეს შანსები არის ნულოვანი. ჩვენ ძალიან მყარად და დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და საქართველო განაგრძობს წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი", — განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.