არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა გვინდა და არც იმ სენატორების აშშ, ვინც ფრონტერას თემას ასე აფასებს — კაკულია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია აცხადებს, რომ არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა უნდა და არც იმ სენატორების ამერიკა, ვინც ფრონტერას თემას "ვითომ ნეიტრალურად" აფასებს. ამ თემაზე მან კომენტარი რუსთავი 2-თან გააკეთა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფრონტერამ საარბიტრაჟო დავა წააგო და მათი ლობისტობა არაა ინფორმირებული ხალხის ლობისტობა.
"არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აქ ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების გამტარებელი, ყოველგვარი კონტექსტებისა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე. ჩვენ არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა გვინდა, სიმართლე რომ გითხრათ და არც ისეთი სენატორების ამერიკა, რომლებიც ფრონტერას თემას ასე ვითომ ნეიტრალურად აფასებენ. საზოგადოებამ თუ არ დასვა დიაგნოზი საბოლოო ჯამში, ძალიან გვიანაა სამწუხაროდ, იმდენად ღრმადაა ეს ყველაფერი შესული", — თქვა რომან კაკულიამ.
კაკულია ფიქრობს, რომ "ასეთი ტენდენციური" შეფასებები გაგრძელდება და ისინი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.
კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.
გაიგეთ მეტი:
-
რატომაა იშვიათი "ტატუინი" ეგზოპლანეტები? — შეიძლება მიზეზი აინშტაინის ფარდობითობა იყოს რატომაა იშვიათი "ტატუინი" ეგზოპლანეტები? — შეიძლება მიზეზი აინშტაინის ფარდობითობა იყოს
გადახედვა
-
რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე? რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე?
-
ისტორიული ვერცხლი: მეტელკინამ და ბერულავამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს! ისტორიული ვერცხლი: მეტელკინამ და ბერულავამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს!
-
რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა
გადახედვა
-
ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს
გადახედვა
-
თბილისი მუსიკალური სამყაროს ეპიცენტრში — საქართველო მსოფლიო მუსიკოსთა კრებას მასპინძლობს თბილისი მუსიკალური სამყაროს ეპიცენტრში — საქართველო მსოფლიო მუსიკოსთა კრებას მასპინძლობს
გადახედვა
-
1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება 1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს თეგეტა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
-
ChatGPT-ს "ლანძღვა" შეიძლება მის სიზუსტეს აუმჯობესებდეს, თუმცა მეცნიერები არ გვირჩევენ ChatGPT-ს "ლანძღვა" შეიძლება მის სიზუსტეს აუმჯობესებდეს, თუმცა მეცნიერები არ გვირჩევენ
გადახედვა
-
ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს
-
იტალიაში შეყვარებულების ცნობილი თაღი ვალენტინობაზე ჩამოინგრა იტალიაში შეყვარებულების ცნობილი თაღი ვალენტინობაზე ჩამოინგრა
გადახედვა
-
ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს
გადახედვა
-
გახარიას პარტია პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტს წარუდგენს გახარიას პარტია პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტს წარუდგენს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი იწყებს ახალ YouTube პროექტს — ფორმაში საქართველოს ბანკი იწყებს ახალ YouTube პროექტს — ფორმაში
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია
გადახედვა
-
Hello Tech გოგოებისთვის Hello Tech გოგოებისთვის
-
შესაძლოა, ტრადიციული კვანტური საათები დროის კრისტალებით ჩავანაცვლოთ — რას შეცვლის ეს? შესაძლოა, ტრადიციული კვანტური საათები დროის კრისტალებით ჩავანაცვლოთ — რას შეცვლის ეს?
გადახედვა
-
კრემლი ალექსეი ნავალნის შხამიანი ბაყაყის ტოქსინით მოწამვლის ბრალდებას უარყოფს კრემლი ალექსეი ნავალნის შხამიანი ბაყაყის ტოქსინით მოწამვლის ბრალდებას უარყოფს
გადახედვა
-
გვიმსუბუქებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს? — კვლევის შედეგები არასახარბიელოა გვიმსუბუქებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს? — კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
იზა ომაძე: "მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ" იზა ომაძე: "მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ"
გადახედვა
-
დრამა, სკანდალები და აბსურდი — წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა დრამა, სკანდალები და აბსურდი — წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა
გადახედვა
კომენტარები