იზა ომაძე: "მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ"
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. მისი ტქმით, პროკურატურის გამოძიების ვერსიაში მისთვის ახალი არაფერი ყოფილა და 5 წელი უწყებისგან ამ ზომების მიღებას ითხოვდა.
იზო ომაძეს ამბობს, რომ ის ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელის უმაღლესს ზომას, სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან. რაც შეეხება პროკურატურის ვერსიას მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით, მოკლული ახალგაზრდის დედა ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქმის დეტალებს გაასაჯაროებს.
"მე მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს და თითოეულ თანამებრძოლს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ინტერესით ელოდნენ ამ მკვლელობის გახსნას. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომლებიც მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს რეზონანსული მკვლელობა მისულიყო საზოგადოებამდე.
დღეს ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს — ნიკო კვარაცხელიას საქმე გახსნილად გამოცხადდა. ეს მათი შეფასებაა, მაგრამ აქ წერტილი არ დასმულა. ეს მხოლოდ ერთი რგოლია. ორი დღის წინ ინგა გრიგოლიასთან, "რეაქციაში", ვილაპარაკე, რომ ეს მკვლელობა ყველაზე ბინძური გზით დაიგეგმა. ჩემთვის ახალი არაფერია, უკვე 5 წელია ამას ვითხოვ.
ეს არის ერთ-ერთი რგოლი — ადამიანებმა, რომლებმაც თავად ვერ გაბედეს ასეთ ბოროტებაზე წასვლა, შემსრულებლები მოძებნეს. თუმცა ეს მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან ჩვენი საზოგადოება მეტ-ნაკლებად ყურადღებით ადევნებს თვალს სენსაციურ ამბებს. ეს მკვლელობა რომ ძმებს შეესრულებინათ, დამკვეთისთვის, შესაძლოა, უფრო მარტივად "შესაფუთი" ყოფილიყო. მაგრამ ასე არ მოხდა — სრულიად უცხო ადამიანებმა, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ, რომლებსაც ნიკო არ იცნობდა, ჩემი შვილი ვერაგულად მომიკლეს.
აქ არაფერი მთავრდება, აქ მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ჯგუფურად და ერთობლივად დაგეგმილი მკვლელობა სწორედ ამ სასჯელს ითვალისწინებს.
არაფერი მეჩქარება, კი, 5 წელი დასჭირდა. ალბათ, არ იყო პოლიტიკური ნება, თორემ მეორე დღესვე ტაქსის მძღოლმა კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა. მე მადლობას ვუხდი მათ — მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ტელეფონი და კონკრეტული სახელები და გვარები.
მე მაქვს არგუმენტები და ფაქტები, ვინ შეიძლება ყოფილიყო მფარველი. ყველაფერს მოვყვები — სახელებსა და გვარებსაც დავასახელებ..." — განაცხადა იზა ომაძემ ტვ პირველის ეთერში.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალი წარედგინა, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებით სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.
- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალი წარედგინათ
2021 წლის 15 სექტემბერს, 22 წლის ნიკო კვარაცხელია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერ ესროლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან — მათ სასამართლომ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვარაცხელიას ოჯახი აცხადებდა, რომ მკვლელობის შემკვეთ პირს სახელმწიფო მფარველობდა.
- ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში! — მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა
- იზო ომაძე: რომ არა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მფარველობა, ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია
- სააპელაციომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულებს 16 და 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები