პლატფორმა "სალამ": განათლების რეფორმის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული ხდება
პლატფორმა "სალამ"-ი ე.წ განათლების რეფორმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მათი განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული ხდება და განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება 1+4 პროგრამასთან მიმართებით. მათი თქმით, პროგრამის მონაწილეები "ამ დრომდე არ ფლობენ მკაფიო და ოფიციალურ ინფორმაციას ჩარიცხვის წესისა და პროცედურების შესახებ. გაურკვეველია, სად და რა ფორმით უნდა გააგრძელონ სწავლა." პლატფორმა ასევე აღნიშნავს, რომ განათლების სისტემაში ინკლუზიურობის შემცირება გააღრმავებს სოციალურ უთანასწორობას და დაასუსტებს საზოგადოებრივ ერთიანობას.
"პლატფორმა "სალამ"-ი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული ხდება.
განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება 1+4 პროგრამასთან მიმართებით. პროგრამის მონაწილეები, რომლებმაც წელს წარმატებით დაასრულეს მოსამზადებელი ეტაპი და უნდა ჩარიცხულიყვნენ კონკრეტულ ფაკულტეტებზე, ამ დრომდე არ ფლობენ მკაფიო და ოფიციალურ ინფორმაციას ჩარიცხვის წესისა და პროცედურების შესახებ. გაურკვეველია, სად და რა ფორმით უნდა გააგრძელონ სწავლა. ანალოგიურად, სრული ბუნდოვანებაა მომავალი ბენეფიციარებისათვის, არ არის ცნობილი, რა ფორმატით ჩატარდება მიღება, რა კრიტერიუმები იმოქმედებს და რა პირობებში შეძლებენ ისინი უმაღლეს განათლებაზე წვდომას.
ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ისედაც არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან განათლების სისტემაში. მათთვის ქართული ენის არასათანადო შესწავლა, გეოგრაფიული იზოლაცია, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები დამატებით სირთულეებს ქმნის. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა 1+4 პროგრამა, როგორც კომპენსირების მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავდა უმცირესობების ინტეგრაციას და უმაღლეს განათლებაზე წვდომის გაზრდას.
განათლების უფლება არის ფუნდამენტური ადამიანის უფლება, რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ეთნიკური ნიშნით არაპირდაპირი დისკრიმინაციის ნებისმიერი რისკი ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
დარწმუნებულნი ვართ, რომ განათლების სისტემაში ინკლუზიურობის შემცირება გააღრმავებს სოციალურ უთანასწორობას და დაასუსტებს საზოგადოებრივ ერთიანობას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, არა შეზღუდოს, არამედ გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შესაძლებლობები", — წერია პლატფორმის განცხადებაში.
ცნობისთვის, გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები