კრემლი ალექსეი ნავალნის შხამიანი ბაყაყის ტოქსინით მოწამვლის ბრალდებას უარყოფს
კრემლმა ხუთი ევროპული ქვეყნის ბრალდებები, თითქოს რუსულმა სახელმწიფომ ორი წლის წინ ალექსეი ნავალნი სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის ტოქსინით მოკლა, კატეგორიულად უარყო, თუმცა ნავალნის მეუღლემ განაცხადა, რომ სიმართლე საბოლოოდ დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ნავალნის სხეულიდან აღებული ნიმუშების ანალიზმა დაადასტურა ეპიბატიდინის არსებობა — ტოქსინის, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებ შხამიან ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივად არ არსებობს.
"ნავალნი ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, მისთვის ეს შხამი მიეცა", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ეს ბრალდებები უარყო.
"ბუნებრივია, ასეთ ბრალდებებს არ ვიღებთ. ჩვენ მათ არ ვეთანხმებით. მივიჩნევთ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ და მკაცრად ვუარყოფთ", — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამის კომენტარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ ბრალდებების ავტორი ქვეყნები გამოაქვეყნებდნენ და დეტალურად წარმოადგენდნენ ტესტების შედეგებს.
როგორც სახელმწიფო სააგენტო TASS წერს, ეს ბრალდებები "მხოლოდ პროპაგანდაა, რომელიც დასავლეთის აქტუალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზანს".
ორშაბათს 15-მა ქვეყანამ — ძირითადად ევროპულმა, თუმცა მათ შორის ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და კანადამაც — განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც კვლავ მოითხოვეს ნავალნის სიკვდილის გამჭვირვალე გამოძიება.
შხამიანი ბაყაყის ტოქსინის შესახებ ბრალდებები გაჟღერდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც. ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ, რომელმაც თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი რუსულმა სახელმწიფომ მოკლა, განაცხადა, რომ ეს დასკვნები მის პოზიციას მტკიცებულებით ამყარებს.
"ორი წელი. ჩვენ სიმართლეს მივაღწიეთ და ერთ დღეს სამართლიანობასაც მივაღწევთ", — დაწერა ნავალნაიამ X-ზე,
შეგახსენებთ, ნავალნი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.ის პუტინის მეხუთე ვადით ხელახლა არჩევამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას რუსული სახელმწიფო ბუნებრივ მიზეზებს მიაწერდა.
- პუტინმა, ბოლოს და ბოლოს, ნავალნის გვარი ახსენა — თქვა, რომ მის გაცვლას დათანხმდა
- მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას დაკავების ორდერი გასცა
- ვილნიუსში თავს დაესხნენ ნავალნის თანამებრძოლს
- ალექსეი ნავალნი დაკრძალეს
- გამოითვალეს, რამდენი ადამიანი დაესწრო ნავალნის დაკრძალვას მოსკოვში
- იულია ნავალნაია ფიქრობს, რომ მისი ქმრის დაკრძალვაზე, შესაძლოა, ხალხი დააპატიმრონ
- 43 ქვეყანა მოითხოვს ნავალნის გარდაცვალების გამოძიებას, თუმცა საქართველო სიაში არ არის
- დააკავეს ნავალნის ის ადვოკატი, რომელიც პოლიტიკოსის დედასთან ერთად ცხედრის გადმოცემას ითხოვდა
- ვინ არის იულია ნავალნაია, პუტინის ახალი მტერი
- "შეიძლება, იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ნავალნი მართლაც თრომბით გარდაიცვალა" — უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი
- ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები