რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი დარჩება?
ოცნების ხელისუფლების მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის "1 ქალაქი 1 ფაკულტეტის" ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები ახლებურად გადანაწილდა. ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, კვოტების გადანაწილებისას გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილი. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მიქანაძის თქმით:
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში — მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში — პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში — აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ", — ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა და სტუდენტთა დამატებით მიღება მხოლოდ გამონაკლისის სახით მოხდება.
"დღეს დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მიღების კვოტები, რომელიც, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა.
შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენს სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა.
შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში, სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ.
მაგალითად, გასული 5 წლის განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტებზე საშუალოდ 3 598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2 047 სტუდენტი ამთავრებდა, იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლებია. შესაბამისად, არასწორი პრაქტიკა იურიდიულ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ 3 600-დან 2 900 სტუდენტს იმისთვის სწირავდა, რომ ისინი მომავალში იურისტად ვერასოდეს დასაქმდებოდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, სტუდენტი ასეთი პერსპექტივისგან თავიდანვე დაიცვას და სპეციალობებზე კვოტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გაანაწილოს.
ანალოგიური ვითარებაა ასევე, მაგალითად, ეკონომიკისა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების შემთხვევაში. კერძოდ: ეკონომიკის შემთხვევაში, ჩარიცხვის საშუალო მაჩვენებელი 1 053 სტუდენტია, სწავლას საშუალოდ 662 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა 150-ს შეადგენს;
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, ჩარიცხვის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4 916 სტუდენტია, აქედან სწავლას 2 591 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 400 კურსდამთავრებულზეა.
ამის საპირისპიროდ, მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით, სადაც გასული 5 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტებში წელიწადში საშუალოდ 2 225 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო სწავლა 1 200-მა დაასრულა, როდესაც შრომის ბაზრის მოთხოვნა 1 800 კურსდამთავრებულზეა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით წლიდან წლამდე გაიზრდება.
ასევე, გასათვალისწინებელია საქართველოში შრომის ბაზრის მუდმივად მზარდი მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე, რასაც კვოტების განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი საექთნო და სამეანო საქმის სპეციალობაზე.
მთლიანობაში, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, სტუდენტების ჩარიცხვის პრაქტიკა მნიშვნელოვნად არის აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რაც იწვევს სერიოზულ სტრუქტურულ პრობლემებს შრომის ბაზარზე ადამიანური კაპიტალის მობილიზებისა და გამოყენების თვალსაზრისით.
შრომის ბაზრის კვლევამ მოგვცა იმის ზუსტად დადგენის შესაძლებლობა, თუ რამდენი სტუდენტის ჩარიცხვაა მიზანშეწონილი უნივერსიტეტებში კონკრეტული სპეციალობების მიხედვით. შესაბამისად, წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების ჩარიცხვა, არსებითად, სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაეფუძნება.
იმისათვის, რომ მკვეთრად არ შემცირდეს სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე, კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად სამართალზე, წელს უნივერსიტეტებში ჩასარიცხი კონტინგენტი შუალედური რაოდენობით განისაზღვრება.
რაც შეეხება კონცეფციის მთავარ მიდგომას ,,ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპს, ის უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივ მობილიზებას და საგანმანათლებლო პროგრამების გადუალებას.
ამასთან, ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა. ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ ეტაპზე იქნა დაშვებული, არის საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების სრულად შენარჩუნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნაციონალიზაცია უმაღლესი განათლების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.
გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ.
დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე 2 ან მეტი სტუდენტი ან, თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის სტატუსი. როგორც მოგეხსენებათ, 1990-იან წლებამდე, ვიდრე საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მოქმედი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო. ყველა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართალია, არ იქნება ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, მაგრამ მას, როგორც წამყვან და დედაქალაქში მოქმედ ერთადერთ მრავალპროფილურ უნივერსიტეტს, დაუბრუნდება პირვანდელი მისია, რომელიც მან 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად, ნაწილობრივ დაკარგა, ხოლო 2004-2012 წლებში, იმ დროინდელი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, წაართვეს.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უზრუნველყოფილი არ არის. უნივერსიტეტებში მისაღები კვოტების სწორი პრინციპების შესაბამისად განსაზღვრა, ამ შედეგის მისაღწევად კარგ და აუცილებელ ნიადაგს შექმნის", — თქვა გივი მიქანაძემ.
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
პირს, რომელიც გერს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელიც გერს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომენტარები