ქართული ოცნება ცვლილებების მიღებას აპირებს, რომ ზოგი შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მერეც დარჩეს
უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არის კანონპროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რიგი შეზღუდვების ძალაში დარჩენას უზრუნველყოფს.
მის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ცვილებებს მიიღებენ.
"მნიშვნელოვანია, რომ უქმდება საგანგებო მდგომარეობა მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს გვაძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარჩება მთელი რიგი შეზღუდვები და ამ შეზღუდვების ძალაში დატოვებას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი კანონპროექტი არის უკვე მომზადებული და ინიცირებული და მომდევნო კვირაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მივიღებთ ამ პაკეტს", — ირაკლი კობახიძე.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, საუბარია იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ვადის ამოწურვის შემდეგ, გარკვეული შეზღუდვების იურიდიული საფუძველი იყოს ისეთი, რომ ამაში შედავება ვერავინ შეძლოს.
"ჩვენ დღეს არ შეგვიძლია ყველა შეზღუდვის, მსუბუქ შეზღუდვებზეა ლაპარაკი, მათი ერთბაშად მოხსნა, ეს საჭიროა, რომ მაქისმალური პრევენცია მოხდეს და ყველაფერი ეს ერთბაშად არ გაიხსნას და ამან რისკები მინიმუმამდე შეამციროს, აქედან გამომდინარე ეს ცვლილებები უკვე მზად არის და საკომიტეტო და სესიების ფორმატში მოვახერხებთ დეტალურ განხილვას, რომ ეს იურიდიული საფუძველი იყოს აბსოლუტურად სწორი, გამართული და შეზღუდვები მოქმედებდეს ამ კანონის ფარგლებში", — განაცხადა მდინარაძემ.
ქვეყანაში 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება. თუმცა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ყველა შეზღუდვის მოხსნას არ გულისხმობს. მას არ დაუკონკრეტებია, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში 22 მაისის შემდეგ.
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებად უნდა შენარჩუნდეს", — თქვა გახარიამ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა დაიწყოს მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მისცემს საშუალებას ეპიდემია მართონ საგანგებო მდგომარეობის გარეშე.
"და გვქონდეს შესაძლებლობა ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგებისგან იქნება რეკომენდებული, დავაწესოთ და აღვასრულოთ", — თქვა მან.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები