პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და არ შეიძლება პარლამენტი კრიზისის დროს აორთქლდეს.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების დამოკიდებულება მიუღებელია.

"ამის ახსნა არავის არ უნდა სჭირდებოდეს. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი არის მთავარი ადგილი, სადაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს, ამიტომ მათი რეაქცია არის შეუსაბამო მათ თანამდებობებთან. პირიქით, სრულიად მიუღებელია ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება და ცოტა მეტი სერიოზულობით თუ მოეკიდებიან ქვეყნის მართვას, უკეთესი იქნება", — განუცხადა რუსთავი 2-ს ჩუგოშვილმა.

ოპოზიცია ითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა დაიწყოს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირეძე ამბობს, რომ დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი განსაკუთრებული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, ცარიელია და დიდი ბოქლომი ადევს. ის პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა. რატი იონათამიშვილის თქმით, პარლამენტი დღეს ძალიან აქტიურად მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და კრიზისების მართვაში ჩართულია.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ან არ ესმის საგანგებო სესიების არსი, ან ეს "მორიგი სპეკულაციაა".