სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2,7 პროცენტი შეადგინა. ასევე, პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1,5 პროცენტი იყო.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის ცნობით, მარტში ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ მშენებლობისა და ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორებში. კლება იყო შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.