ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
შარაშიძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მიმართა, რომ "გაეხსენებინა მისი ნაცხოვრები" და აღმკვეთი ღონისძიების სახიტ პატიმრობა არ გამოეყენებინა.
"მინდა პატივისცემა გამოხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას.
ვინანიებ, ვნანობ რაც გავაკეთე. ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ მოვიდა, მასთან ერთად გამოვიყვანე დაზარალებული და ბოდიში მოვუხადე და ამის შემდეგ წავედი სამხარეო ადმინისტრაციასთან და მოვითხოვე, სამმართველოს უფროსთან, ზაზა ცხაკაიასთან შეხვედრა და არ მოხერხდა.
ამის შემდეგ, სამხარეოს უფროსის მოადგილემ, ბესო ბოლქვაძემ დამირეკა გიბარებს უფროსიო და ჩემი მანქანით ჩამოვედი. გულით სულით და მთელი არსებით გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველაფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება," — განაცხადა შარაშიძემ სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები