სალომე ზურაბიშვილი

30 Jan. 2026, 17:56

"ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა.

ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევები, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება არა მხოლოდ დაიგმობა, არამედ შეფასდება. მსოფლიო გვიყურებს, ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს — ანგარიშვალდებულება მოვა!"

დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე. 

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა ქვეყანამ, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მისიის შესაქმნელად, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" გაააქტიურა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზევე გამოქვეყნდა.

განცხადებაში წერია, რომ ეუთოს წევრი 24 ქვეყანა ქმნის "ფაქტების დამდგენი მისიას, რათა შეაფასონ საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილებენ". ამას გარდა წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…