ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
დიდი ბრიტანეთისა და კიდევ 23 ქვეყნის მიერ საქართველოში აუთოს "მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურებას კოალიცია — ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, ეუთოს ამ მექანიზმის ამუშავება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს. მისივე თქმით, " საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთახედვით საქართველოში არ არსებობს შიდა სამართლებრივი ინსტიტუციური მექანიზმები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება." ზურა ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს ეს მექანიზმი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და ხელისუფლების თანხმობის გარეშე, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას გულისხმობს, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ეუთო-ს ექსპერტები დაიწყებენ გამოძიებას, ქართულ ოცნებას არავინ არაფერს შეეკითხება.
"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ თვითონ ეუთოს ამ მექანიზმის ამუშავება არის ახლა უკვე რეალური და გადამწყვეტ ფაზაში. ეს არის, მათ შორის, მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის ცალკეული შემთხვევები და მას აქვს სისტემური ხასიათი. ეს არის, მათ შორის, გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთახედვით საქართველოში არ არსებობს შიდა სამართლებრივი ინსტიტუციური მექანიზმები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება.
ეუთო-ს ეს მექანიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მექანიზმი, მკაცრი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ქვეყნებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ფართომასშტაბიანი და მძიმე დარღვევების შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს პასუხისმგებლობის აღების და გამოძიების ჩატარების ნება ან სურვილი. ეს მექანიზმი გულისხმობს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ეუთო-ს ექსპერტები დაიწყებენ გამოძიებას, ქართულ ოცნებას არავინ არაფერს შეეკითხება. ისინი ამ გამოძიებას მაინც ჩაატარებენ, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ექნებათ ამასთან დაკავშირებით რეჟიმის წარმომადგენლებს", — თქვა ზურა ჯაფარიძემ.
კოალიცია — ცვლილებისთვის ლიდერმა თქვა ისიც, რომ "მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური, საჯარო და ხელისუფლებისა და პროპაგანდის კონტროლს მიღმა". მისივე განმარტებით ეუთოს მექანიზმის ანგარიშს თავად ეუთო ევროსაბჭო და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები გამოიყენებენ, რასაც როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, ქართული ოცნების რეჟიმისთვის გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ექნება.
"ეუთო-ს ექსპერტები ფაქტებს და მოვლენებს შეაფასებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური, საჯარო და ხელისუფლებისა და პროპაგანდის კონტროლს მიღმა.
ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, ამ ანგარიშში აისახება მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, ასევე ასახული იქნება ინფორმაცია თვითნებური დაკავებების შესახებ, არასათანადო მოპყრობის შესახებ, ინსტიტუტების პოლიტიზების შესახებ, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდის შესახებ, ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ და დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ნიშნების შესახებ.
ეუთო-ს ამ მექანიზმის ანგარიში არ რჩება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტად. ამ დოკუმენტს, საბოლოო ჯამში, შემდეგ იყენებს თვითონ ეუთო, ევროსაბჭო და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები. მათ შორის, ის ხდება საფუძველი შეზღუდვების, სანქციებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის და მათ შორის, ეს დოკუმენტები, როგორც წესი ხდება ხოლმე საფუძველი ამ ქვეყნების მხრიდან პოლიტიკის ცვლილების, იმ ქვეყანასთან მიმართებაშიც, რომელთან მიმართებაშიც შედგა ეს ანგარიში — ამ შემთხვევაში ეს იქნება საქართველო. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ქართული ოცნების რეჟიმისთვის.
ანგარიშს ამზადებს სამი დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი. მათ ექნებათ შეხვედრები პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებთან, დაზარალებულებთან, ჟურნალისტებთან და მედიის სხვა წარმომადგენლებთან, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათგან მიღებულ ინფორმაციასა და ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით ისინი მოამზადებენ ანგარიშს და კიდევ გავიმეორებ, ეს ანგარიში იქნება სისტემურ დარღვევებზე და არა ერთეულ გადაცდომებსა და ერთეულ პრობლემებზე.
აქვე, ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორს, ყველას მათ, ვინც მუშაობდნენ ეუთო-ს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებაში მომხდარიყო ამ მექანიზმის ამუშავება."
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა ქვეყანამ, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მისიის შესაქმნელად, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" გაააქტიურა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზევე გამოქვეყნდა.
განცხადებაში წერია, რომ ეუთოს წევრი 24 ქვეყანა ქმნის "ფაქტების დამდგენი მისიას, რათა შეაფასონ საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილებენ". ამას გარდა წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას.
- სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე
- თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
- შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
კომენტარები