შალვა პაპუაშვილი: სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით
სად არის გამოწვევები, სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით, — განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფასების საპარლამენტო კომისიაზე საუბრისას. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
მისივე თქმით, "თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ რაღაც არ არის სწორად ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რასაც დახლებზე ვხედავთ".
"ჩვენი სურვილია, ვგულისხმობ ქართული ოცნების ფრაქციას, რომ ბატონმა შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს საგამოძიებო კომისიას. გუშინ დავაანონსე კიდევაც, რომ კომიტეტის გადასაწყვეტია, თუმცა ინიციატორი ფრაქციის წინადადებაა, რომ 14 — კაციანი კომისია იყოს, სადაც 7 იქნება ქართული ოცნებიდან, 3 — ხალხის ძალიდან, 3 საქართველოსთვის ფრაქციიდან, 1 — ევროსოცები. ჩვენ სამშაბათს დადგენილებით შევქმნით კომისიას. შემდეგ არის პროცედურული საკითხები, პირველი სხდომა და ა.შ., რაც ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მოესწრება, ასე რომ ხუთშაბათიდან უკვე შეუძლია კომისიას სრულფასოვნად მუშაობის დაწყება.
იქნება კომისია 3 თვის ვადით და მთავრობასაც ასეთი გრაფიკი აქვს დაანონსებული, რომ აპრილის ბოლომდე იმუშაოს, ჩვენც პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ. იცით, რომ ეს არის პრემიერის ინიციატივა და მათ შორის პრემიერის მოწოდება იყო, რომ პარლამენტსაც განეხილა საკითხი, რომ საპარლამენტო ფორმატიც შეგვექმნა ამ საკითხებისთვის, ამიტომ მთავრობასთან თანამშრომლობით ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე. ის მიგნებები, რაც სამთავრობო კომისიაში იქნება, ვთხოვთ, რომ გაგვიზიარონ. მათ შორის, სამთავრობო პროცესი არის უფრო სამუშაო, დახურული რეჟიმი, პარლამენტი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს იყოს ღია, საჯარო პროცესი. რაც შეეხება შედეგებს, კარგი სიგნალი ის არის, რომ ვხედავთ, თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორად ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რასაც ჩვენ დახლებზე ვხედავთ. სად არის გამოწვევები, სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი. ჩვენ წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს, ამიტომაც არის კომისია და მოკვლევა ხდება საკითხის. საზოგადოებასთან ერთად იქნება ეს ყევლაფერი", — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას.
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
კომენტარები