მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
ფოტო: Getty Images
ცოტა ხნის წინ დადასტურა, რომ მენდი პატინკინი Amazon Prime Video-ის სერიალ God of War-ის ეკრანიზაციას შეუერთდა. ის ოდინის "ყველაზე ძლიერი ასგარდელი ღმერთის" როლს მოირგებს.
პერსონაჟის აღწერის მიხედვით: "ოდინი, ყოვლადმამა, ფიზიკურად შთამბეჭდავი ან განსაკუთრებულად ღმერთისმაგვარი არ არის, თუმცა გარეგნობამ არ უნდა მოგატყუოთ. ის პატრიარქია, რომელიც რკინის ხელით მართავს და ცოდნის შეუდარებელი მაძიებელია. წინასწარმეტყველების ძიებისას ოდინი პარანოიდული, მანიპულაციური და სახიფათოა, ის ყველაფერზე წავა, რათა რაგნარიოკი, სკანდინავიური სამყაროს დასასრული, აიცილოს. ის კრატოსის ძლიერ ანტაგონისტად გვევლინება".
PlayStation-ის პოპულარულ ვიდეოთამაშზე დაფუძნებული God of War მამა-შვილის, კრატოსისა და მისი ათი წლის შვილის, ატრეუსის მოგზაურობაზე მოგვითხრობს, რომლებსაც სურთ ცოლისა და დედის, ფეის, ფერფლი მიმოაბნიონ. ამ თავგადასავლების გზაზე კრატოსი ცდილობს შვილს უკეთესი ღმერთობა ასწავლოს, მაშინ როცა ატრეუსი მამას უკეთეს ადამიანად ყოფნას ასწავლის.
რაიან ჰერსტი კრატოსის როლში
ფოტო: Getty Images / Playstation
პატინკინი შეუერთდა უკვე გამოცხადებულ მსახიობებს: რაიან ჰერსტს (კრატოსი), მაქს პარკერს (ჰეიმდალი), ტერეზა პალმერს (სიფი) და ოლაფურ დარი ოლაფსონს (თორი). ის ყველაზე მეტად ცნობილია როლებით ფილმებში და სერიალებში: The Princess Bride, Homeland და Chicago Hope.
ოლაფურ დარი ოლაფსონი Apple TV-ს სერიალში Severance
ფოტო: Apple TV+
Amazon-მა სერიალის ორი სეზონი დაამტკიცა, ხოლო ვანქუვერში უკვე დაწყებულია წარმოების წინა ეტაპი. სერიალის სცენარისტი, აღმასრულებელი პროდიუსერი და შოურანერია რონალდ დ. მური (Outlander, For All Mankind), პირველ ორ ეპიზოდს კი ფრედერიკ ე.ო. ტოიე (Shōgun, The Boys, Fallout) გადაიღებს.
სერიალს ერთობლივად აწარმოებენ Sony Pictures Television და Amazon MGM Studios, PlayStation Productions-სა და Tall Ship Productions-თან თანამშრომლობით.
სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრემიერა სავარაუდოდ 2027 წლის ბოლოს, ან 2028 წლის დასაწყისში შედგება.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები