ლელო საქართველოსთვის მთავრობისგან მოითხოვს, რომ გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუ რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე მანქანით გადაადგილების საშვი. პარტიის წევრმა, კახა კოჟორიძემ მთავრობის ადმინისტრაციას წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა.

გარდა ამისა, კოჟორიძე აღნიშნავს, რომ თუ ფარცხალაძეზე საშვი გაცემული არ იყო, მაშინ რა რეაგირება მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას.

25 აპრილს, როცა ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეო და ფოტო და აცხადებდა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქალაქში მანქანით თავისუფლად გადაადგილდებოდა.

აღნიშნული ინფორმაციას ამ დრომდე არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც მთავრობა არ გამოხმაურებია.