გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა შესაძლოა 9 მაისს დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გერმანიის ფეხბურთის ლიგის დაბრუნებას მმართველი ორგანო პრესკონფერენციაზე განიხილავს. ლიგის (DFL) დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ლიგა 9 მაისისთვის უკვე მზად იქნება. მისი თქმით, თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება და თანხმობას პოლიტიკოსების მხრიდან ელიან.

"თამაშები მაყურებლის გარეშე არ არის ის, რაც გვინდა — მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ერთადერთი რამ არის, რაც მიზანშეწონილია", — აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: