ზალკალიანი: თუ რუსეთი აღადგენს საქართველოსთან ავიამიმოსვლას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენას გადაწყვეტს, ქართული მხარე ამას მხოლოდ მიესალმება. მისი განმარტებით, ავიამიმოსვლის შეწყვეტა ჩვენს ათობით მოქალაქეს ცხოვრებას ურთულებს და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც დადებითად არ აისახება.
"უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებდა", — აღნიშნა ზალკალიანმა.
რაც შეეხება, სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნა, როგორც მინისტრი ამბობს, ასეთ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს:
"შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც ამ მიმართულებით კონკრეტული, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენებაც".
გარდა ამისა, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გამორიცხულია, სანამ დეოკუპაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა მოხერხდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ქურთული მხარის ინიციატივის შემთხვევაში მზად არიან დიპლომატიური ურთიერთობებიც აღადგინონ და საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობაც გახსნან.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები