უვიზო მოგზაურებისთვის ევროზონაში შესვლა ფასიანი გახდება
ევროკიმისიის ახალი წინადადებით, უვიზო მოგზაურებისთვის ევროზონაში შესასვლელად ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა (ETIAS) უნდა დაინერგოს.
როგორც ევროკომისიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ონლაინ ავტორიზაციის პროცედურა იქნება მარტივი, იაფი და სწრაფი. უმრავლეს შემთხვევებში, მას რამდენიმე წუთი დასჭირდება, რაც მოიცავს აპლიკაციის შევსების მაქსიმუმ ათი წუთს და მისი ღირებულება 18 წელს ზემოთ პირებისთვის 5 ევრო იქნება.
აპლიკანტმა სპეციალურად შექმნილ საიტზე ონლაინ აპლიკაციის შესავსებად უნდა ჩაწეროს მისი პერსონალური და სამგაზვრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა კითხები მოიცავს აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ისეთს როგორიცაა რაიმე გადამტანი ინფექცია. ასევე უნდა აღნიშნოს კრიმინალური წარსულისა და საომარ ზონაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია. აპლიკანტის მონაცემების დამუშავება დაიწყება მას შემდეგ, რაც მოსაკრებლის გადახდა დადასტურდება.
ევროკომისია განმარტავს, რომ ETIAS-ის ავტორიზაცია არ იქნება ვიზა, არამედ უფრო მსუბუქი რეჟიმი. ქვეყნები, რომლებიც სავიზო ლიბერალიზაციით სარგებლობენ, ასევე გააგრძელებენ, თუმცა მოუწევთ მარტივი სამოგზაურო ავტორიზაციის გავლა, მანამ სანამ შენგენის ზონაში შევლენ.
ევროკომისია აცხადებს, რომ იმის გადასაწყვეტად, დაუშვან თუ არა ევროზონის საზღვარზე აპლიკანტი, ავტომატური სისტემა წინასწარ შეამოწმებს მას, პერსონალური მონაცემების სრული დაცვითა და პატივისცემით.
საბოლოოდ, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული მესაზღვრე, შენგენის სასაზღვრო კოდექსის დაცვით. აღსანიშნავია რომ თავად ავტორიზაციის ფაილი მესაზღვრისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. თუკი ის მიიღებს ინფორმაციას, რომ სამგზავრო ავტორიზაცია ვალიდური არ არის, შესაბამისად იმოქმედებს.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა 2016 წლის სექტემბერში განაცხადა:
"ჩვენ გვჭირდება რომ ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ნოემბრისთვის ჩვენ წარმოვადგენთ ავტომატურ სისტემას იმის განსასაზღვრად, თუ ვის დაუშვებენ ევროკავშირის საზღვრებში".
ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი ამბობს, რომ ევროკავშირის საზღვრებისა და მათი მოქალაქეების დაცვა პრიორიტეტული საკითხია.
უშიშროების კავშირის კომისრის, ჟულიან კინგის განცხადებით კი ტერორისტებსა და კრიმინალებს დიდად არ ანაღვლებთ ეროვნული საზღვრის გადმოკვეთა:
"ერთადერთი გზა მათ[ტერორისტების] დასამარცხებლად, არის ის რომ ერთად და ეფექტურად უნდა ვიმუშავოთ. ახალი სისტემა კი ამაში დაგვეხმარება, რომ განვსაზღვროთ პრობლემური ინდივიდები და ხელი შებუშალოთ საზღვის გადმოკვეთაში".
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
კომენტარები