მთავრობასთან შეთანხმებული სააღდგომო წირვა და 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — 15 აპრილის შეჯამება
15 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 049 888;
- გარდაცვლილი — 133 572;
- გამოჯანმრთელებული — 510486.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 306;
- გამოჯანმრთელებული — 71;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 5 034;
- სტაციონარში — 463;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისი 2 049 888 დადასტურებული შემთხვევაა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, პირველ ხუთეულში არიან: ამერიკა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი.
დღის ფოტო
99 წლის მეორე მსოფლიო ომის მებრძოლი, ერმანდო არმელინო კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ ტოვებს სამხედრო ჰოსპიტალს. შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა.
რა ხდება მსოფლიოში
- თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსით 115 ადამიანი გარდაიცვალა
- დანიაში 11 წლამდე ბავშვები სკოლებს უბრუნდებიან;
- რუსეთი: ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდული რიცხვი, 3 388 შემთხვევა გამოვლინდა;
- საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, თუმცა პანდემიის დაწყებიდან პირველად, ქვეყანაში ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა შემცირდა;
- ბრიტანეთი აცხადებს, რომ "გაბრტყელებული მრუდის" პერიოდი იწყება და ქვეყანაში ამოქმედებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე დადებითად იმოქმედა;
- გერმანია ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში მარკეტების ნაწილს ვაჭრობის უფლებას ისევ მისცემს.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას დროებით წყვეტს. ტრამპის თქმით, დაფინანსება 60-90 დღის განმავლობაში შეწყდება, ამ დროის განმავლობაში ისინი კორონავირუსის მიმართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხს გააანალიზებენ და შეაფასებენ. ტრამპმა WHO-ს კრიზისის "უკიდურესად ცუდად მართვაში და საფრთხის დამალვაში" დასდო ბრალი.
ამ გადაწყვეტილებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის თავად ამერიკაში, ევროკავშირსა და გაეროში.
გაიგეთ მეტი:
- WHO მნიშვნელოვან როლს თამაშობს კორონავირუსთან ბრძოლაში — ბორის ჯონსონის სპიკერი;
- ჩინეთი: WHO-სთვის დაფინანსების შეწყვეტით ტრამპი პანდემიასთან გლობალურ ბრძოლას ასუსტებს;
- ბრალდებები ვერ დაგვეხმარება, ვირუსს საზღვრები არ აქვს — გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს;
- ბილ გეიტსის თქმით, პანდემიის დროს WHO-სთვის დაფინანსების შეწყვეტა საშიშია;
- ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირების დრო არ არის — გაერო ტრამპს;
- დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ამ მომენტში გამართლება არ აქვს — ევროკავშირი.
რა ხდება საქართველოში
15 აპრილს, საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თანმიმდევრულად გააჟღერეს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ძმის შვილის, დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილით, 7 საათზე ჩატარდება, მონასტრებში კი ღამით, მრევლის გარეშე. გარდა ამისა, ეპარქია მრევლს მოუწოდებს, რომ მოძღვრებს მიცვალებულთა სახელები პირადად, ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით მისწერონ და ლოცვას სასულიერო პირები აღავლენენ.
ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკჯგუფის, დაავდების ან რაიმე სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე, ბავშვებს აძლევს რეკომენდაციას, რომ ყველა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ჯაღმაიძემ, ასევე, თქვა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე არ წასვლით, არაფერი დაირღვევა და ეს ეკლესიის წესების ნაწილი არაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ კი დღეს თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა;
- საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა;
- ვის არ ეხება საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შემდეგ მიღებული შეზღუდვები;
- არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში იტალიის მაგალითი განმეორდეს — პაატა იმნაძე;
- იმნაძე: თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი;
- ჯაღმაიძის თქმით, მრევლის სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და რეკომენდაციების დაცვის იმედი აქვთ;
- მღვდელი შალვა კეკელიას მტკიცებით, ღმერთმა 9 აპრილი და 13 ივნისი იმიტომ "დაუშვა", რომ დაგვაფიქროს;
- სასულიერო პირთა მოწოდებები, რომ ეკლესიაში არ მისვლა რწმენის ღალატია, უპასუხისმგებლოა — ეპისკოპოსი საბა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
მცირე ეკლესიებში ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება, დიდებში — ორმეტრიანი დისტანციით
იმისთვის, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები, მთავრობამ და საპატრიარქომ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო, რომ სააღდგომო ლიტურგიას მრევლი დაესწრება. მათი განმარტებით, დიდ ტაძრებში წირვაზე ორმეტრიან დისტანციას დაიცავენ, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განლაგდება.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მიყვარს სულ ყველა — 73 წლის მიშა ყარაულაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ბზობას ეკლესიის წინ ტიტების გაყიდვისას დააჯარიმეს, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მეყვავილე ამბობს, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა.
"ხომ ვიცოდი, რაც იყო ჩვენი საქართველო და ყველა რომ მხარში ამომიდგა, ამის შემდეგ ჩემს ქართველებს ვენაცვალე. მე მიყვარს სულ ყველა.
ჩვენ თელაველებს ვენაცვალე, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ამბავი. იმის შემდეგ ცხოვრება შეიცვალა ჩემთან. დიდი მადლობელი ვარ სულ ყველას", — განაცხადა მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
მიშა ყარაულაშვილს, რომელიც 9 ტიტის გაყიდვისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს, უკვე 10 ათასი ლარი შეუგროვეს. როგორც მოძრაობა დავეხმაროთ მოხუცებს ამბობს, მიშა ბაბუს თანხას 16 აპრილს გადასცემენ.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
სოციალური დისტანცირება, შესაძლოა, 2022 წლამდე გახდეს საჭირო
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სოციალური დისტანცირება, შესაძლოა, იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე გვგონია.
ჰარვარდის მკვლევართა გუნდმა რამდენიმე შესაძლო სცენარის კომპიუტერული მოდელი გააანალიზა და დაასკვნა, რომ აკრძალვების ზედმეტად სწრაფად ან ზედმეტად ადრე გაუქმებამ, შესაძლოა, პანდემიის პიკის შეფერხებას შეუშალოს ხელი, რაც თავის მხრივ ბევრად მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამავდროულად, დიდი დროის განმავლობაში მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვა შეძლება საზიანო იყოს.
გაიგეთ მეტი:
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინი და მოახლოებული აღდგომა — 13 აპრილის შეჯამება
- რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
- 20 ათასი გარდაცვლილი აშშ-ში და 60 გამოჯანმრთელებული საქართველოში — 11 აპრილის შეჯამება;
- სრული კარანტინი ლენტეხში და 100 ათასი გარდაცვლილი მსოფლიოში — 10 აპრილის შეჯამება;
- ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება.
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
კომენტარები