ბრენდი სლოგანით იცნობაო, ალბათ გაგიგია... თუ არ გაგიგია, ცნობილი ბრენდების სლოგანებისთვის მაინც გექნება თვალი ან ყური მოკრული. ეს სხარტი, ორიგინალური ფრაზები იმდენად დასამახსოვრებელია, რომ მაშინვე თვალწინ წარმოგიდგება კომპანიის ლოგო თუ პროდუქტი. ასე რომ, წესით ამ კროსვორდის შევსება მაინცდამაინც რთული არ უნდა იყოს.

ქვემოთ ათი ქართული და უცხოური ბრენდის სხვადასხვა დროის სლოგანებია წარმოდგენილი. პასუხის ჩაწერა პირდაპირ მინიშნებაზე ან ბლოკებზე დაკლიკვით შეგიძლია. სწორი პასუხი გამწვანდება, არასწორი — გაწითლდება. კროსვორდის სრულად და წარმატებით შევსების შემდეგ მოციმციმე ვარსკვლავსაც დაინახავ.

ჩვენი სხვა კროსვორდები შეგიძლია ნახო აქ.