დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
24 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება. წლევანდელი ღონისძიება, რომელსაც "პენ საქართველო" აორგანიზებს, მთავარი თემის — "მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა" ფარგლებში გაიმართება.
ოთხი დღის განმავლობაში, 24-27 სექტემბერს, თბილისი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან ჩამოსულ 12 ავტორს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები ავტორიტარიზმზე, კოლექტიურ მეხსიერებაზე, ლიტერატურის როლზე, დოკუმენტურ პროზასა და ქალთა ხმებზე ქართულ პოეზიაში.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მეხსიერება მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, არამედ ის დიდწილად განსაზღვრავს აწმყოსა და მომავლის ხედვას, ავტორიტარული რეჟიმები კი სწორედ ადამიანებისა და ისტორიების წაშლას ცდილობენ.
ღონისძიებაზე რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ, რომელიც პოეტ ზვიად რატიანს ეძღვნება. ტრადიციისამებრ, ფესტივალზე "ცარიელი სკამი" ზვიად რატიანისთვის იქნება განკუთვნილი, რაც სოლიდარობის გამოხატულებაა და ცენზურისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სიმბოლოა.
ფესტივალის მონაწილე ავტორები არიან: დიმიტრის დიმიტრიადისი (საბერძნეთი), ადამ ზამოისკი (პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი), დანიელ ვისერი (ავსტრია), ულრიკე ალმუტ ზანდიგი (გერმანია), ოლენა ჰერასიმიუკი (უკრაინა), მარკ ნოვაკი (აშშ), ელიზა კონცკა (პოლონეთი), ლუკა ბრუნონი (შვეიცარია), მარტონ შიმონი (უნგრეთი), ლუსინე ხარატიანი (სომხეთი), პშემისლავ სუხანეცკი (პოლონეთი) და კრიპა (ინდოეთი).
მნიშვნელოვანი დისკუსიები
"ავტორიტარიზმი და კოლექტიური მეხსიერება" — მონაწილეობენ ადამ ზამოისკი და დიმიტრის დიმიტრიადისი (უძღვება სალომე პატარიძე).
"როგორ ინახავს ლიტერატურა მეხსიერებას?" — მონაწილეობენ მარკ ნოვაკი და ოლენა ჰერასიმიუკი (უძღვება ეკა ქევანიშვილი).
გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, ფესტივალი მიძღვნილი იქნება მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ფემინისტ მწერალი ქალების ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელახლა გაცოცხლებისა და დაკარგული ხმების დაბრუნებისთვის.
ფესტივალი 27 სექტემბერს დაიხურება. დასკვნით ღონისძიებაზე სტუმრები შეხვდებიან დიმიტრის დიმიტრიადისს, ასევე აჩვენებენ მიშა ჩარკვიანის სპექტაკლის "ვკვდები, როგორც ქვეყანა" ჩანაწერი.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და 10 წლის განმავლობაში მან 50-მდე ქვეყნიდან 200-ზე მეტ ავტორს უმასპინძლა. წლევანდელი ფესტივალის წარმდგენია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ხოლო პარტნიორები და მხარდამჭერები არიან სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო თუ ფონდი.
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ, სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ, სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
კომენტარები