სახელმწიფოს დანაშაულია, რომ მასობრივი ტესტირება არ გვაქვს, მიჰყევით ჩემს გეგმას — ვაშაძე
ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ თვეზე მეტი დაკარგა და კიდევ უფრო მეტ დროს კარგავს. მისი თქმით, დანაშაულია, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება არ ხდება.
"გინდა სწრაფი იყოს, გინდა ნელი, ოქროსი იყოს, ვერცხლის, ბრინჯაოს, როგორი ტესტიც გინდათ, მაგრამ ადამიანების დიაგნოსტირება დაიწყეთ. თუ ამას არ დავიწყებთ ჩვენ გვემუქრება კიდევ უფრო მეტი შიმშილი და გაჩერებული ეკონომიკა. მე არ მინდა ვივარაუდო, რომ ამას აქვს მიზანმიმართული ხასიათი და სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს", — თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის აზრით, სახელმწიფო რომ იმ გეგმას, მიჰყოლოდა, რომელიც ორი კვირის წინ გაუგზავნეს დღეს უკვე თარიღები გვეცოდინებოდა, როდის ავამუშავებდით ეკონომიკას. მისი თქმით, ის რასაც სახელმწიფო დახმარების სახით აკეთებს არასაკმარისია.
ჯანდაცვის სამინისტრომ და ექსპერტებმა ტესტირების ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც 4 ჯგუფის ტესტირებას ითვალისწინებს. ტესტირება ჩაუტარდებათ: მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებს სპეციფიური სიმპტომებით, უსიმპტომო პირებს მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში (მედპერსონალი), ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს და ორგანიზებულ ჯგუფებს.
სწორედ ორგანიზებულ ჯგუფებში პროტოკოლში გაწერილი არიან:
- საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა;
- პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
- ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში მყოფები;
თავდაცვის ძალები; - სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფები.
პროტოკოლის მიხედვით, ამ ჯგუფში მყოფ უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი. თუ ტესტის შედეგი ანტისხეულებზე დადებითია, იღებენ დამატებით ცხვირ-ხახის ნაცხს ანტიგენისა და PCR კვლევისთვის. უარყოფითი პასუხისას კი განმეორებითი ტესტირება სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება.
ჯანდაცვის სფერო და სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირუსის პიკს სწორედ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ველოდებით, რაც რელიგიურ დღესასწაულებს ემთხვევა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 218 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 50 გამოჯანმრთელებულია, 3 კი გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 722 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები