დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მეტყველებეს იმაზე, რომ სახელმწიფოს და ამ გუნდს აქვს ქართუს მხარდაჭერის იმედი. ამის შესახებ პრემიერმა გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა.

"დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ დღესაც, როდესაც მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევების წინაშე ვართ, ქართუ შეასრულებს თავის სისტემურ როლს[...] ქართუ არის დაზღვევა, როცა სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ კულტურაში, ჩვენს არქიტექტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობაში, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს ქართუს მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი", — აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მარტის დასაწყისში ფონდმა ქართუმ განაცხადა, რომ მზადაა, საჭიროების და დანაკლისის შემთხვევაში სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს.

კორონავირუსით ინფიცირებულთან რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამათგან 23 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 301.

"ფაქტობრივი კარანტინი" და გამკაცრებული ცომები

30 მარტს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.