900 ათასზე მეტი ინფიცირებული და 2-მილიარდიანი დახმარება ეკონომიკას — 1-ლი აპრილის შეჯამება
ფოტო: Getty Images
პირველი აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 926 095;
- გარდაცვლილი — 46 413;
- გამოჯანმრთელებული — 193 031.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 117;
- გამოჯანმრთელებული — 23;
- კარანტინის რეჟიმში — 5 437;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 260.
დღის ფაქტი
გლობალური კარანტინის შედეგად დედამიწა ახლა სხვაგვარად ბრუნავს
მკვლევრებმა, რომლებიც დედამიწის მოძრაობას სწავლობენ, განაცხადეს, რომ სეისმური ხმაური, ანუ პლანეტის ქერქიდან წამოსული ჩუმი ვიბრაციები, შემცირდა. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, სატრანსპორტო ქსელებისა და ადამიანის სხვა აქტივობების შეჩერება იყოს. მკვლევართა მიხედვით, აღნიშნული სიტუაცია დეტექტორებს პატარა, ჩვეულებრივ შეუმჩნეველი მიწისძვრების დაფიქსირებისა და ვულკანურ აქტივობაზე დაკვირვების უნიკალურ საშუალებას მისცემს.
დღის ფოტო
ლას-ვეგასში უსახლკაროებს მანქანის სადგომზე სძინავთ, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვისთვის სპეციალურად არის დახაზული
დღის ფრაზა
მარინა ეზუგბაია: მორწმუნე ვარ, პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, ალბათ, მას შევასრულებ
"პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ, მას შევასრულებ", — ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კითხვას, უნდა შეეხოს თუ არა ეკლესიას შეკრების შეზღუდვა.
"იცით, რა, მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას… იცით რა, ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტ-ნაკლებად, თუ მორწმუნე, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, თუ დაიცავს ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება", — აღნიშნა ეზუგბაიამ.
რა ხდება მსოფლიოში
- ფეისბუქი ჟურნალისტიკაში $100 მლნ-ს ჩადებს, რადგან "პანდემიის დროს ეს უმნიშვნელოვანესია"
- უიმბლდონის ჩოგბურთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო გაუქმდა
- შვეიცარიაში ერთ დღეში კორონავირუსის 963 შემთხვევა დადასტურდა
- ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 563 ადამიანი გარდაიცვალა
- იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
- პაპი ფრანცისკეს გენერალურ ვიკარს რომის ეპარქიაში კორონავირუსი დაუდასტურდა
- გერმანიის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირველ აპრილს კორონავირუსზე არ იხუმრონ
- ათონის მთაზე მონასტერში კორონავირუსი კიდევ 3 ბერს დაუდასტურდა
- ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
- აშშ-მ კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვით ჩინეთს გაუსწრო
- Star Wars-ის მსახიობი, ენდრიუ ჯეკი კორონავირუსით გარდაიცვალა
- ფლორიდაში დააკავეს პასტორი, რომელიც ხალხმრავალი მრევლის წინაშე ქადაგებას განაგრძობდა
- სავარაუდოდ, წმინდა ცეცხლის რიტუალი მომლოცველების გარეშე ჩატარდება — Jerusalem Post
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 900 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსის მსოფლიოში კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან 200 ათასი აშშ-ში გამოვლენილი შემთხვევებია. გარდა ამისა, 100 ათასზე მეტი შემთხვევაა ესპანეთსა და იტალიაში.
სამწუხაროდ, მზარდია გარდაცვლილთა მაჩვენებელიც. მხოლოდ პირველ აპრილს მსოფლიოში COVID-19-ით 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
რა ხდება საქართველოში
საქართველოში უკვე მეორე დღეა კომენდანტის საათი მოქმედებს. დღეს განისაზღვრა ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელდეს. როგორც აღმოჩნდა, სურსათისა და სააფთიაქო ნაწარმის გარდა ონლაინ სხვა პროდუქციას ვეღარ შეიძენთ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა აღნიშნული ზომები ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზეზით მიიღეს. მისივე თქმით, ყველა კომპანია, რომელიც უსაფრთხოების პირობებს დაიცავს, ონლაინვაჭრობის უფლება მიეცემა.
ამასთან, საქართველოს მთავრობა მოქალაქეთა ნაწილს კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს.
ვის შეეხება აღნიშნული შეღავათი შეგიძლიათ ამ სტატიაში წაიკითხოთ:
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- გახარია: სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში
- ერთ-ერთი ახალი ინფიცირებული 10 წლის ბავშვია — მარინა ეზუგბაია
- ბულგარეთიდან საქართველოს 102 მოქალაქე ჩამოვიდა
- ილია მეორე: ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მივა
- უცხოეთიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი ფრენები ბერლინიდან და ამსტერდამიდან იქნება
- საიდან მოიძიებს მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად 2 მილიარდ ლარს — მინისტრის განმარტება
- საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ, აღდგომა მოდის და შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება — ვახტანგ გომელაური
- რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში აგრარული ბაზრები დაიხურება — სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული
- დიაბეტის მქონე პირებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს სახლში მიუტანენ
- საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური მობილური აპლიკაციების დანერგვაზე მუშაობს — გაბუნია
- გახარიას თქმით, დაეხმარებიან ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა — უცნობია, რა ფორმით
- კორონავირუსთან ბრძოლისთვის მთავრობა 351 მილიონ ლარს გამოყოფს
- ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ეკონომიკის დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სტიმულირებისთვის ორი მილიარდი ლარი გამოიყოფა. მისივე განმარტებით, ეს დახმარება მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიებისა და მიმდინარე წარმოების შესანარჩუნებლად.
დღის დამაიმედებელი ამბავი
იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა, იტალიიდან განსაკუთრებით სამწუხარო სტატისტიკის შესახებ ვიგებთ ყოველდღიურად, თუმცა არის გამორჩეულად სასიხარულო გამონაკლისებიც და მათ შორისაა იტალიკა გრონდონას შემთხვევაც, რომელმაც 102 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსის ინფექცია.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. მათ შორის გამონაკლისი არც დიდი ბრიტანეთია, სადაც სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მთელი რიგი მითითებების გათვალისწინებით შეიძლება.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას როდი სურს რეკომენდაციები გაითვალისწინოს და ხშირად შეზღუდვების არიდებას სხვადასხვა გზით ცდილობენ.
მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შემთხვევის შესახებ ბრიტანელმა შეყვარებულმა წყვილმა, ნიკოლასმა და მედლინმა TikTok-ზე გაავრცელეს ვიდეო: როგორც თავად აცხადებენ, შენიშნეს მეზობელი, რომელიც ბუჩქის ფორმაშია გადაცმული, რათა მისი გადაადგილება ვერავინ შეამჩნიოს.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
ნახეთ წინა შეჯამებები:
- კომენდანტის საათი საქართველოში და აშშ-ში მოხსნილი რეკორდები — 31 მარტის შეჯამება
- "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი და ფატალური შემთხვევები ევროპაში — 30 მარტის შეჯამება
- ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება
- გაბრაზებული იმნაძე, ინფიცირების უცნობი წყარო და 18000 ახალი შემთხვევა აშშ-ში — 28 მარტის შეჯამება
- 27 მარტი: ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
-
ირაკლი კობაზიძე: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე ირაკლი კობაზიძე: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე
გადახედვა
-
ტესტი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის ინვესტორი იქნებოდი ტესტი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის ინვესტორი იქნებოდი
-
ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, დარჩება კვლავაც ეუთო ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო ულსონის დონეზე ზემოთ ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, დარჩება კვლავაც ეუთო ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო ულსონის დონეზე ზემოთ
გადახედვა
-
25 წლის შემდეგ მადონა და მაიკლ ჯექსონი Billboard-ის საუკეთესო ათეულში ისევ ერთად არიან 25 წლის შემდეგ მადონა და მაიკლ ჯექსონი Billboard-ის საუკეთესო ათეულში ისევ ერთად არიან
გადახედვა
-
"შეიძლება გამოსავალი იყოს პროგნოზზე დაფუძნებული შეტყობინების სისტემა" — ლაშა სუხიშვილი თელავის სტიქიაზე "შეიძლება გამოსავალი იყოს პროგნოზზე დაფუძნებული შეტყობინების სისტემა" — ლაშა სუხიშვილი თელავის სტიქიაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება
-
თბილისში ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ზურგჩანთაში 4 კგ მარიხუანა ჰქონდა თბილისში ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ზურგჩანთაში 4 კგ მარიხუანა ჰქონდა
გადახედვა
-
თბილისში 5 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც აფთიაქებიდან და სასურსათო ქსელებიდან პროდუქციას იპარავდნენ თბილისში 5 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც აფთიაქებიდან და სასურსათო ქსელებიდან პროდუქციას იპარავდნენ
გადახედვა
-
წინასწარი შემოწმებით ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაიცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია წინასწარი შემოწმებით ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაიცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია
გადახედვა
- სუს-მა 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი საქართველო-სომხეთის საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში დააკავა სუს-მა 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი საქართველო-სომხეთის საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში დააკავა
-
შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
გადახედვა
-
"საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში "საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა






კომენტარები