აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უფრო მეტია ვიდრე ჩინეთში, რომელიც ვირუსის წარმოშობის კერაა. Worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 83 113 ადამიანია ინფიცირებული მაშინ, როცა ჩინეთში 81 285 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედვით, რომელზეც მონაცემები მოგვიანებით ახლდება, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 82 404 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჩინეთში ვირუსი პირველად დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ში კი თითქმის ერთი თვის შემდეგ, იანვრის ბოლოს.