დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, მარნეულის რაიონში კორონავირუსის ფართო გავრცელება ჯერჯერობით არ არის. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ყველა ინფიცირებული უკავშირდება ერთი კონკრეტული ინფიცირებულის ოჯახურ ან სხვა ახლო კონტაქტებს.

რაც შეეხება ინფიცირებულ ქალს, იმნაძე ამბობს, რომ წყარო დადგენილია, თუმცა გადამოწმება კიდევ იქნება საჭირო.

"წყარო არის მისივე ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე შემოვიდა საქართველოში სხვა ქვეყნიდან. საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, ვაკეთებთ გენეტიკურ ანალიზს, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხვდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.", — აღნიშნა მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, პაატა იმნაძემ თქვა, რომ მარნეულში უკვე დასრულებულია 80 ადამიანის გამოკვლევა და მათ შორის არიან როგორც ახლო კონტაქტები, ასევე, ნებისმიერი სხვა შესაძლო შემთხვევა.