დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

"მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, მე უნდა ვიმუშავო", — ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, რა რეკომენდაციებს მისცემს კლინიკებს, რომლებიც ასაკით რისკ ჯგუფში შემავალ პერსონალს იძახებს სამსახურში.

"აქ ორგვარია მიდგომა. გავიხსენოთ, ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი, რომ 65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ", — განაცხადა მან და დაამატა, რომ თავადაც ამ ასაკისაა, მაგრამ უნდა იმუშავოს.

საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან სამის შესახებ დღეს, 25 მარტს დილით გახდა ცნობილი. ამასთან, უკვე გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში — 4 055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.

23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

კარანტინის რეჟიმში — 4 055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.