EMC: მამებისთვის დეკრეტული შვებულების არარსებობა დისკრიმინაციული მიდგომაა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მამაკაცებისთვის, ბავშვის მოვლის მიზნით, შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
EMC განმარტავს, რომ მოქმედი შრომის კოდექსი დასაქმებულს, ბავშვის მოვლის მიზნით, შვებულების უფლებას ანიჭებს, თუმცა აღნიშნული ჩანაწერისა და მასთან დაკავშირებული ნორმების ერთობლივი ანალიზი სხვა სურათს აჩვენებს:
"შვებულების უფლების მქონე დასაქმებულში მოიაზრება მხოლოდ ქალი და დასახელებული შვებულების უფლებით ვერ სარგებლობენ ბავშვის ბიოლოგიური მამები".
ამასთან, EMC-ის ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს, რომ შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ქალზე:
"ამავე ბრძანებით, საავადმყოფო ფურცელი ბავშვის მამის მიმართ მხოლოდ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში გაიცემა. შესაბამისად, დასახელებული ბრძანება პირდაპირ გამორიცხავს კაცებს ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლების მქონე პირებისგან."
EMC მიიჩნევს, რომ ბავშვის მოვლა ორივე მშობლისთვის თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობაა. ხოლო სახელმწიფოს მიდგომა დისკრიმინაციულია, როგორც მამების, ასევე ქალების მიმართ, რადგან გაუმართლებელია, სახელმწიფო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ანიჭებდეს დასახელებულ შესაძლებლობას.
"გარდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისა, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების შეზღუდვა კაცებისთვის იწვევს მათი შრომის უფლების შეზღუდვას, ისევე როგორც გაუმართლებლად ერევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეთა თანასწორობის უფლებებში. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა მეუღლეებს არ ანიჭებს შესაძლებლობას, საკუთარი შეთანხმებითა და სურვილის შესაბამისად იზრუნონ საკუთარ შვილზე და გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. სახეზეა აგრეთვე ქალის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაში ჩარევა იმდენად, რამდენადაც არსებული სამართლებრივი რეგულირება ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას მხოლოდ ქალს აკისრებს".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები